საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური (UCCO)
ევროპული სკოლის საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური წარადგენს სკოლას საერთაშორისო ფორუმებზე, იზიარებს მსოფლიოში დანერგილ საუკეთესო პრაქტიკებს და ამაყობს ამ სფეროში საუკეთესო მიღწევებით ქვეყნის მასშტაბით.
საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური ევროპულ სკოლაში ახორციელებს პროგრამებს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული მიზნების ხელშეწყობისთვის. მაღალი ხარისხის სერვისით და ინდივიდუალური ხელმძღვანელობით, საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური (UCCO) ეხმარება თითოეულ მოსწავლეს სააპლიკაციო პროცესის ეფექტურად მართვაში.
საუნივერსიტეტო ორიენტაცია
საუნივერისტეტო ორიენტაციის პროგრამის მიზანია, საუნივერსიტეტო განათლებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შესთავაზოს საბაზისო ცოდნა შესაფერისი არჩევანის პრინციპზე დაფუძნებით – პროცესი, რომელიც ეხმარება მათ სწორად განსაზღვრონ შესაძლებლობები თუ რისკები. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ვიზიტების დაგეგმვით, ახალი ტენდენციების მუდმივი გაზიარებითა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით, სამსახური ეხმარება მოსწავლეებს წინასააპლიკაციო და სააპლიკაციო პროცესების ეფექტურად მართვაში.
საუნივერსიტეტო ესეების წერის პროგრამა
Საუნივერსიტეტო ესეების წერის პროგრამა საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროგრამის მთავარი მიზანია, მოსწავლეების კონსულტირება წერასთან დაკავშირებული სირთულეების და შესაძლებლობების მართვაში. ყოველთვიური ჯგუფური სემინარებითა და ინდივიდუალური სესიებით დატვირთული პროგრამა შექმნილია თითოეული მოსწავლის წერის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
კარიერული მზაობის პროგრამა
თანაბრად მნიშვნელოვანია კარიერული მზაობის პროგრამა. საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური აცნობიერებს კარიერული მზაობის საჭიროებას და მიზნად ისახავს მოსწავლეების აღჭურვას მომავალი პროფესიული საქმიანობისთვის საჭირო საბაზისო ცოდნით. ადგილობრივი და საერთაშორისო კოლეგების ჩართულობით შემუშავებული მოდულები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, რომლებიც მოსწავლეებს ეხმარება კვლევითი, ანალიტიკური თუ ინტერპერსონალური უნარების განვითარებაში.
ფილოსოფია და მიდგომები
საუნივერსიტეტო და კარიერული ორიენტაცია ევროპული სკოლის ინოვაციური სწავლებისა და ინტერდისციპლინარული მიდგომის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ინკლუზიური და თანაბარი წვდომის პრინციპებით, სამსახური მხარს უჭერს ევროპული სკოლის მოსწავლეებს საუნივერსიტეტო აპლიკაციების მომზადებასა და კარიერის გონივრულ დაგეგმვაში.
საუნივერსიტეტო და კარიერული ორიენტაციის ბირთვი მოსწავლეა. თითოეული ქმედება მიმართულია ევროპული სკოლის მოსწავლეების წახალისებისკენ, რომ გახდნენ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები. წახალისება, ამ ჭრილში, არ ითვალისწინებს მხოლოდ აპლიკაციების მომზადებას. Ჩვენ საუნივერსიტეტო და კარიერული ორიენტაცია უფრო ვრცლად გვესმის.
ჩვენი მუშაობის პრინციპები დამყარებულია სისტემურ მიდგომაზე, რომელიც ითვალისწინებს მრავალი და მჭიდროდ დაკავშირებული შესაძლებლობების თანაარსებობას. Მოკლე და გრძელვადიანი აკადემიური, კლასგარეშე და კარიერული მიზნების მისაღწევად, სამსახური ახორციელებს საუნივერსიტეტო მხარდაჭერის, ესეების წერისა და კარიერული მზაობის პროგრამებს.
Ნაყოფიერი თანამშრომლობა იწყება პირველი შეხვედრისთანავე. Ჩვენი სურვილია, ევროპული სკოლის მოსწავლეებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა და სამსახურის გუნდის წევრებთან ერთად მართონ სააპლიკაციო პროცესები. Მათი დამოუკიდებელი ძალისხმევა ჩვენი მხარდაჭერის აუცილებელი პირობაა.
Საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურში ვხელმძღვანელობთ შესაფერისი არჩევანის პრინციპით, რომელიც პროცესის გამართულობას არარეალისტური შედეგის მოლოდინზე მაღლა აყენებს. Ამ პრინციპის სწორად გაგება გვეხმარება, მივიღოთ უფრო ქმედითი გადაწყვეტილებები, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე კარიერულ დაგეგმვაში. Შესაფერისი არჩევანი გვაზღვევს არარეალური წარმოდგენებისგან.
Საუნივერსიტეტო ორიენტაციის პროცესი ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის არის შესაძლებლობა, ისწავლონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და სტრესული სიტუაციების მართვა. Ჩვენი სურვილია, მიღებული გამოცდილებით მოსწავლეები გახდნენ დამოუკიდებელი, ზრდასრული და ინფორმირებული ინდივიდები, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებენ ღირებული როლის შესრულებას და თვითრეალიზებას.
საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახური ამ მიდგომებით ამდიდრებს ევროპული სკოლის მოსწავლეების საგანმანათლებლო გამოცდილებას და აძლიერებს მუდმივი სწავლის სურვილს.
![]() გიორგი სიჭინავას, საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის (UCCO) დირექტორს გადაეცა პრესტიჟული ჯილდო: წლის საუკეთესო მრჩეველი – ევროპა (ლონდონი, 2024). ეს ჯილდო განკუთვნილია დარგის პროფესიონალებისთვის, რომლებიც რეგიონში გამოირჩევიან პროფესიისადმი თავდადებით და განსაკუთრებული წარმატებით ახორციელებენ მოსწავლეთა მხარდაჭერას საუნივერსიტეტო განათლებისა და კარიერის დაგეგმვის გზაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად. |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
გიორგი სიჭინავა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის დირექტორი giorgi.sichinava@europeanschool.ge |
ქეთი ჯოლია საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მრჩეველი keti.jolia@europeanschool.ge |
ნონა სიჭინავა საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მრჩეველი nona.sichinava@europeanschool.ge |

















