შეხვედრა მშობლეთა და მასწავლებელთა ასოციაციის ახალ წევრებთან

მშობელთა და მასწავლებელთა ასოციის (PTA) წევრებთან ახალ სასწავლო წელს დაგეგმილი პირველი შეხვედრა “ევროპულ სკოლაში“ გასულ კვირას გაიმართა. მსგავს შეხვედრებზე დასწრება მშობლებს შვილების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის, სხვა მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობისა და იდეების გაზიარების შეასაძლებლობას აძლევს.
აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრეებმა დირექტორისა და ასოციაციის კოორდინატორისგან მიიღეს ინფორმაცია სკოლის სიახლეების შესახებ, გაეცნენ მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს, დაესწრნენ “განათლების ფსიქოლოგთა ასოციაციასთან“ მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას, ველნეს-ექსპერტ მიხეილ ქოჩიაშვილისგან მიიღეს რჩევები სწორი კვების შესახებ და დააგემოვნეს სკოლის კაფეტერიის ჯანსაღი კერძები.
Share on: