Spelling Bee და ლინგვისტური ოლიმპიადა

“ევროპულ სკოლაში“ უცხო ენების სწავლა-სწავლება პრიორიტეტულია, წახალისებულია ახალი ინიციატივები, ახალი მეთოდები, ენების შესწავლის ინოვაციური პროექტები.

8 აპრილი უცხო ენების ნამდვილი ზეიმი ოყო “ევროპულ სკოლაში“, სადაც ენების ორი დიდი კონკურსი ჩატარდა: რეგიონული  Spelling Bee  და ლინგვისტური ოლიმპიადა “იფიქრე გლობალურად“.

რეგიონული  Spelling Bee -ში მონაწილეობა მიიღეს IV-VI  კლასების მოსწავლეებმა თბილისისა და რეგიონების 14 სკოლიდან.

გამარჯვებულები არიან:

IV კლასი – თეიმურაზ ლორია ( ევროპული სკოლა)

V კლასი –ზაქარია ნიკოლაიშვილი ( #82-ე საჯარო სკოლა)

VI კლასი –  მარიამ ბურდაკ (ევროპული სკოლა).

ლინგვისტური ოლიმპიადაზე, რომელშიც 13 ჯგუფი მონაწილეობდა, გუნდებმა გერმანულ, ფრანგულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე წარმოადგინეს  გლობალური პრობლემების გადაჭრის ორიგინალური გზები.

 გამოვლინდა სამი გამარჯვებული გუნდი:

პირველი ადგილი –  რუსულენოვანი ჯგუფი, ვიდეოკლიპი “ბულინგი

სკოლაში და მისი თავიდან აცილების გზები“;

მე-2 ადგილი  – ინგლისურენოვანი ჯგუფი, სოციალური რეკლამა “Fake news- მისი

იდენტიფიცირებისა და თავიდან აცილების გზები“;

მე- 3 ადგილი  – გერმანულენოვანი ჯგუფი,  ფლაერი “ციფრული კეთილდღეობა”.

Share on: