სვეტლანა ლამბრიანოვა

სამეთვალყურეო საბჭო

სვეტლანა ლამბრიანოვა 1949-1959 წლებში სწავლობდა მანგლისის მე-2 საშუალო სკოლაში. 1959-1969 წლებში მუშაობდა პიონერ ხელმძრვანელად. 1960-1965 წლებში სწავლობდა ალ. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, სპეციალობით-დაწყებითი კლასის პედაგოგი. ამავე სპეცილობით 10 წლის განმავლობაში მუშაობდა I-IV კლასის პედაგოგად. 1979 წელს “თბილისის პედაგოგიორ ინსტიტუტში“ წარჩინებით დაამთავრა ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი ფაკულტეტი. 1979-2002 წლებში დაიკავა მანგლისის მე-2 საშუალო სკოლის დირექტორის პოზიცია და მუშაობდა ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის პედაგოგად. 2004-2006 წლებში “განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში“ იკავებდა მთავარი სპეციალისტის პოზიციას. მინიჭედული აქვს უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის ტიტული. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. გახლავთ ქალპროფესიონალთა ასოციაციის “საქართველოს 100 ქალი“ აქტიური წევრი. “თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ კითხულობდა ლექციებს ისტორიის შესახებ. 2006-2016 წლებში იკავებდა “ევროპული სკოლის“ ბორდის თავმჯდომარის თანამდებობას. 2016 წლის 5 ოქტომბერს სვეტლანა ლამბრიანოვა არჩეულ იქნა “ევროპული სკოლის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად.