თვითმმართველობის დღე

27 აპრილს თვითმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“განსხვავებული ენერგიითა და ენთუზიაზმით წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაანაცვლეს მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომელთა მთლიანი გუნდი და მართეს სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი და მიმართულება. ამ საოცარ დღეს კიდევ უფრო მეტი ხალისი შესძინა სკოლის ხელმძღვანელობის მხრიდან დაგეგმილმა სიურპრიზებმა, ბამბის ნაყინმა, ცეკვებმა, ლატარეის გათამაშებამ.

Share on: