თვითმმართველობის დღე და კონკურსი ,,ნიჭიერი“

26 აპრილს თვითმართველობის დღე “ევროპულ სკოლაში“განსხვავებული ენერგიითა და ენთუზიაზმით წარიმართა. მოსწავლეებმა ჩაანაცვლეს მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომელთა მთლიანი გუნდი და მართეს სკოლის ცხოვრების ყველა ასპექტი და მიმართულება.

ამ საოცარ დღეს კიდევ უფრო მეტი ხალისი შესძინა მოსწავლეთა პარლამენტის მიერ ორგანიზებულმა კონკურსმა “ნიჭიერი“. ქართული ესტრადის ვარსკვლავების ლელა წურწუმიასა და სოფო ნიჟარაძის ყოფნამ ჟიურის შემადგენლებაში კიდევ უფრო ამაღელვებელი გახადა შოუ.

“ევროპული სკოლის“ “ნიჭიერი 2024“ გახდა ქართული პროგრამის VII კლასის მოსწავლე ავთანდილ წერეთელი, რომელმაც ყველასთვის საყვარელი მულტფილმის “ტომი და ჯერის“ მიხედვით დადგმული მუსიკალური წარმოდგენით არავინ დატოვა გულგრილი!

Share on: