უკრაინის მხარდასაჭერად

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტი, ომის ამ უმძიმეს რეალობაში, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. მათ მხარდასაჭერად მოსწავლეებმა ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს:    საკვები, ჰიგიენის საშუალებები,  სამედიცინო ნაკრები და სხვა საჭირო ნივთები. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და კომპანია “მეამას“ თანადგომით ეს ტვირთი მალე ჩავა უკრაინაში.

ჩვენ ერთად ვართ ძლიერნი!

Share on: