უნივერსიტეტების გამოფენა

24 მარტს  “ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო განათლების ოფისის ორგანიზებით მოეწყო უნივერსიტეტების გამოფენა, სადაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა, შეხვედროდნენ IE University, Bocconi University, Trinity College Dublin, Constructor University (Formerly Jacobs University) და Modul University Vienna-ის წარმომადგენლებს. უნივერსიტეტების მიღება – ჩარიცხვის სამსახურის  წარმომადგენლებთან შეხვედრას  მნიშვნელოვანი როლი აქვს საუნივერსიტეტო სამზადისში, ეხმარება მოსწავლეებს  გადაწყვეტილების მიღებაში, თუ სად და რატომ უნდა ჩააბარონ, რომელი კარიერული გზა იქნება მათთვის შესაფერისი.

Share on: