კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო

6 ივნისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის, IB საერთაშორისო ბაკალავრიატის და ამერიკული უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ამ ამაღელვებელ და ემოციებით სავსე დღეს კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და სიტყვით მიმართეს “ევროპული სკოლის“ აკადემიურმა დირექტორმა სოფიო ბაზაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ გელა ბეჟუაშვილმა, საერთაშორისო ბაკალავრიატის ხელმძღვანელმა რამაზ სართანიამ და ამერიკის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ირმა ბარბაქაძემ.
საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ: ხატია კილაძე, ნინო კინტრაია, ლუკა ლელუაშვილი და ელისაბედ სააკაძე. სკოლის დირექციამ მედლებით დააჯილდოვა AHS და IB(DP) პროგრამის კურსდამთავრებულებიც.
საზეიმო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული სტუმრები: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, ამერიკის საელჩოს კულტურული ურთიერთობების ოფიცერი იულიუს ცაი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი და სან-დიეგოს უნივერსიტეტის ვიცე-დეკანი ნუგზარ დავითაშვილი სიტყვით გამოვიდნენ და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს.
“ევროპული სკოლა“ ულოცავს სკოლის დამთავრებას ყველა ახალგაზრდას და წარმატებულ მომავალს უსურვებს.

Share on: