ახალი ამბები

ყურადღება!

05 Jun 2015

ევროპული სკოლის გერმანული ენის მასწაველებელს, მთვარისა ბუსკივაძეს, ვულოცავთ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიის მოპოვებას. იგი 28.06.2015-11.07.2015 მიემგზავრება გერმანისს ქალაქ გოეტინგენში გოეთეს ინსტიტუტში, საკვალიფიკაციო სემინარზე "ქვეყანათმცოდნეობის სწავლება უცხო ენის გაკვეთილზე“. პროგრამის  ფარგლებში განიხილება ქვეყანათმცოდნეობასთან დაკავშირებული კონცეფციები და მეთოდები, გაანალიზდება ინტერკულტურული  კომუნიკაციის მნიშვნელოვანი ასპექტები.   მთვარისა ბუსკივაძეს ვუსურვებთ წარმატებას. 

მომავლის თასი 2015 - ივიკო

04 Jun 2015

29 მაისს დაიწყო რესპუბლიკური ტურნირი ფეხბურთში სახელწოდებით "მომავლის თასი 2015 - ივიკო“. მონაწილეობდა 16 საფეხბურთო გუნდი, მათ შორის  "ევროპული სკოლის“ ნაკრები, რომელშიც  ივერი ჭელიძის კლასელებიც მონაწილეობდნენ.   "ევროპულ სკოლაში“ 4 წელია ტარდება ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი.   ივიკო ჭელიძის მამის სამადლობელი წერილი "ევროპულ სკოლას“:

მოსწავლეთა და მშობელთა საყურადღებოდ

03 Jun 2015

ამა წლის 15 ივნისს "ევროპულ სკოლაში" შეწყდება შიდა მობილობა სექტორებს შორის. მსურველებს ვთხოვთ დროულად შეავსონ განაცხადი."ევროპული სკოლის" ადმინისტრაცია

"ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

01 Jun 2015

2015 წლის 28 მაისს "ევროპულმა სკოლამ“ 2014-2015 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები გააცილა.   "ევროპულ სკოლას“ ეწვივნენ და კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე  და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე. მინისტრებმა კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და გადასცეს სკოლის დამთავრების მოწმობები.   "ევროპული სკოლის“ დირექტორმა გზა დაულოცა საყვარელ მოსწავლეებს.  

MYP-ის მისაღები გამოცდები

29 May 2015

ევროპული სკოლიდან  MYP-ის  მე-6-10 კლასებში გადმოსვლის მსურველ მოსწავლეებს 2 ივნისს 15:15 სთ-ზე  ჩაუტარდებათ წერითი მისაღები გამოცდები ინგლისურსა და მათემატიკაში.   ინგლისურის გამოცდის ხანგრძლივობა არის 30 წთ, მათემატიკის -  40წთ. მათემატიკის ტესტი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენებზე.

ყურადღება!

27 May 2015

2015 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთშორისო დღეს, ნოდარ ბუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ “მზიურში“ დაგეგმილია " მზის ფესტივალი“, რომელშიც “ევროპული სკოლის”  მოსწავლეებიც იღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები , გამოფენები და კონკურსები. “ევროპული სკოლა” ამ ფესტივალზე გამოფენით წარდგება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.1ivnisi.ge/

გამოცდების ცხრილი

27 May 2015

2014-2015 სასწავლო წლის მეორე სემესტრის გამოცდების ცხრილი 

"ოქროს პეპელა - 2015“

21 May 2015

2015 წლის 30, 31, მაისს და 1 ივნისს ევროპულ სკოლაში ჩატარდება რიგით მეხუთე - საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს პეპელა“, მასში მონაწილეობას მიიღებენ 18 წლამდე ასაკის ბავშვები, როგორც საქართველოდან ასევე უკრაინიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, კორეადან. სულ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 მხატვრული, 12, დოკუმენტური და 10 ანიმაციური ფილმი. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 10 ნომინაციაში, ხოლო 2015 წლის საუკეთესო ფილმს გადაეცემა გრან პრი "ოქროს პეპელა - 2015“. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ვორქშოპები და მასტერკლასები.  

ლომერ ახვლედიანი "ევროპულ სკოლაში“

21 May 2015

18 მაისს "ევროპულ სკოლაში“ მოეწყო მოსწავლეთა შეხვედრა ქართული კინოს ცოცხალ კლასიკოსთან, საქართველოს სახალხო არტისტთან და უამრავი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ჯილდოს მფლობელთან, ოპერატორ ლომერ ახვლედიანთან. ეს შეხვედრა მოეწყო VIII MYP კლასის პროექტის, სატელევიზიო პროგრამა  "კინოს ისტორიის“  ფარგლებში.   პროექტი  გულისხმობს მოსწავლეთა მიერ სატელევიზიო პროგრამის მომზადებას კინოს შესახებ,  ინტერვიუებს ცნობილ მოღვაწეებთან (რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები, მხატვრები), ასევე კინოს ისტორიის საკითხებზე საკუთარი კვლევების ინტერვიუს სახით ჩაწერას, რომელშიც მოსწავლეები კინოკრიტიკოსების როლს თავად შეასრულებენ.   ბატონ ლომერ ახვლედიანთან შესახვედრად "ევროპული სკოლის“ სამივე სექტორის მოსწავლეები შეიკრიბნენ. მან მსმენელებს  საოპერატორო ხელოვნების შესახებ უამბო, საინტერესოდ ისაუბრა კინოს, როგორც ხელოვნების სინთეზური დარგის შესახებ. აღნიშნა   იმ პროფესიების მნიშვნელობა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ  ფილმის ერთიანი  კომპოზიციის შექმნაში. საინტერესო შემოქმედმა და ადამიანმა მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება  გაუზიარა და ბევრი საინტერესო რჩევა მისცა.