ახალი ამბები
ყურადღება!
21 Apr 20152015 წლის 19 აპრილს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ უმასპინძლა მოსწავლეთა 69-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციას, რომელშიც "ევროპული სკოლის" მოსწავლეებმა ტრადიციისამებრ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. მათ თავიანთი ნაშრომები წარადგინეს: ქართული ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და რუსულ ენებში, ისტორიასა და ფსიქოლოგიაში.
ყურადღება!
16 Apr 2015შექსპირის კვირეულთან დაკავშირებით, 20-25 აპრილამდე გამომცემლობები: Macmillan, Pearson, Oxford, Penguin, OUP Bookworms აწყობენ ინგლისური წიგნების გამოფენა-გაყიდვას ევროპულ სკოლაში. შემოთავაზება სპეციალურ ფასად!
გილოცავთ!
07 Apr 20152015 წლის 5 აპრილს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ IVა კლასის მოსწავლემ ალექსი შუშანიამ დაიკავა III ადგილი, მიიღო მედალი და მიენიჭა V თანრიგი. ვულოცავთ ალექსის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია
ყურადღება!
06 Apr 2015"ევროპული სკოლის“ ფოიეში გაიხსნა ხელსაქმის სტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების სააღდგომო გამოფენა (ხელმძღვანელი-ანა ახმეტელი). გთხოვთ, გვეწვიოთ!
ვულოცავთ!
06 Apr 20152015 წლის მარტში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საკვალიფიკაციო ტურნირზე "ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: ირაკლი ნებიერიძეს (PYP V კლასი), რომან სანიკიძეს (PYP I კლასი), ლევონ საფარიანს (PYP II კლასი) და ნარიკ საფარიანს (PYP V კლასი) მიენიჭათ V თანრიგი. ვულოცავთ მოსწავლეებსა და მათ პედაგოგს, "ევროპული სკოლის“ ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელს, სპორტის ოსტატს, თბილისის ჩემპიონს ქალთა შორის, საქართველოს სპარტაკიადის ჩემპიონს, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორს, ქ-ნ გიული ალიხანაშვილს ამ გამარჯვებას! "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია
ყურადღება!
02 Apr 2015ა.წ. 6 აპრილს 10 საათიდან "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდება გასაუბრება 2015-2016 სასწავლო წელს პირველ კლასში მისაღებ მოსწავლეებთან. "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია