სიახლეები

პრაქტიკული ლექცია-სემინარი “გარემოს დაცვა“

13 Dec 2017

11 დეკემბერს “ევროპულ სკოლაში“ მე-10 და მე-11 კლასებისთვის პრაქტიკული ლექცია-სემინარი ჩაატარა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზების ლაბორატორიის უფროსმა ელენე ბაქრაძემ.

მესამეკლასელების ვიზიტი მაკდონალდსში

13 Dec 2017

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მაკდონალდსის საწარმო, ესტუმრნენ მის სამზარეულოს და ნახეს, თუ სად ინახება და როგორ მზადდება ესა თუ ის პროდუქტი. ასევე, დაამზადეს მაკდონალდსის ცნობილი ჰამბურგერი, კარტოფილი და ა.შ. მასპინძლების მიერ შემოთავაზებული გასართობი პროგრამა, რომელიც მოიცავდა სახალისო თამაშების ნაკრებს, მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო აღმოჩნდა.

მოზარდთა ძალადობა

13 Dec 2017

5 დეკემბერს “ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორმა გიორგი ჩიტიძემ “ევროპული სკოლის“ მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა ლექცია ადამიანის უფლებებზე. მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა სამედიცინო გამოკვლევა

12 Dec 2017

ჩეხური ფარმაცევტული კომპანია “ვალმარკის“ წარმომადგენლობა საქართველოში საქართველოს პედიატრთა აკადემიის ეგიდით ატარებს საინფორმაციო-საპრევენციო კამპანიას “სასკოლო ასაკის ბავშვების სწორი ფიზიკური და გონებრივი განვითარების მნიშვნელობა“.

კონკურსი “ ლეგოს ქალაქი“

12 Dec 2017

ქართული პროგრამის და PYP 2-3 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს MYP-ის მოსწავლის ზუკა ქევანიშვილის მიერ ინიცირებულ პროექტში “ ლეგოს ქალაქი“. პროექტის ფარგლებში, რვა კლასმა შექმნა “ლეგოს ქალაქი“ რობოტიკსის გაკვეთილებზე მასწავლებლების: ირინა კოჭლამაზაშვილი, ირმა მარღანია და მარიანა მოსაადი ხელმძღვანელობით.

შეხვედრა რეჟისორ ნანა ჯანელიძესთან

11 Dec 2017

11 დეკემბერს ”ევროპული სკოლის” ქართული პროგრამის მე-5 კლასის მოსწავლეები, ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში, შეხვდნენ რეჟისორ ნანა ჯანელიძეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს მოთხრობა ”იავნანამ რა ჰქმნა” და ამ მოთხრობის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი;

სათხილამურო ბანაკი

11 Dec 2017

“ევროპული სკოლა“  სპორტული სათხილამურო სკოლის ,,ჩვენი სკოლა-IOSKI“  ბაზაზე გთავაზობთ შეკრებას ბაკურიანში, სადაც 15 წლამდე მოსწავლეები შეისწავლიან თხილამურებზე სრიალს და შეიქმნიან დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

ლექცია ”თამაშთა თეორია”

11 Dec 2017

8 დეკემბერს ”ევროპულ სკოლას” ეწვია თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ამირან ამბროლაძე. მან მოსწავლეებს წაუკითხა საინტერესო ლექცია თამაშთა თეორიაზე და ამოგზაურა ისინი მათემატიკის ლაბირინთებში. შეხვედრის ბოლოს სტუმარმა დასახა ”ევროპულ სკოლასა” და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

მათემატიკის ვორქშოფი

11 Dec 2017

7 დეკემბერს ”ევროპულ სკოლაში” მათემატიკის ექსპერტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გივი ნადიბაიძემ ჩაატარა ვორქშოფი მათემატიკის პედაგოგებისათვის, სადაც განიხილეს მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვის, ჩატარების და შეფასებასთან დაკავშირებული საკითხები.