სიახლეები

ჰიპ-ჰოპ ცეკვის კონცერტი

20 Jun 2024

“ევროპული სკოლის“ თანამედროვე ცეკვების ანსამბლმა ,,ევროპელები“  სკოლის სცენაზე გრანდიოზული, შემაჯამებელი კონცერტი გამართეს, სადაც მაყურებლის წინაშე წარადგინეს მთელი წლის განამვლობაში მომზადებული სახალისო ცეკვები. კონცერტს თეატრალიზებული წარმოდგენის სახე ჰქონდა და მაყურებელის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

სტუმრად “საქართველოს კარიტასსა“ და “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელში“

11 Jun 2024

“ევროპული სკოლის“ ქართული პროგრამის X კლასის მოსწავლეები, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ესტუმრენ ბავშვთა სახლ “საქართველოს კარიტასს“ და “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს“ თბილისში (SOS kinder Dorf). ჩვენმა მოსწავლეებმა ბავშვებს საჩუქრად თანაკლასელის, ელენე კუჭუხიძის მიერ საკუთარი ბიზნესპროექტის ფარგლებში დამზადებული “ხე კადუს“ სათამაშოები გადასცეს.

ქართული ცეკვის ასამბლის “ES ორნამენტის“ კონცერტი

03 Jun 2024

ქართული ცეკვის ანსამბლი “ES ორნამენტი“ ცეკვით ქმნის ერთობას და უნიკალური ორნამენტივით ამშვენებს “ევროპულ სკოლას“.

ES Talks

31 May 2024

მოსწავლეებს საინტერესო, ინოვაციური, დასაფიქრებელი აზრები ებადებათ. “ევროპულ სკოლაში“ ხელს ვუწყობთ მოზარდებს, ჩამოაყალიბონ, განავითარონ იდეები და შემდგომ საკუთარი მიგნებები სკოლის საზოგადოებას გაუზიარონ.

ბოლო ზარი - 2024

21 May 2024

დღეს “ევროპულ სკოლაში“ XII კლასის მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დამრიგებლებმა სიმბოლურად ჩაუტარეს ბოლო გაკვეთილი მოსწავლეებს, მოეწყო ფოტოსესია, თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერების გაკეთება. “ევროპულ სკოლაში“ კიდევ ერთი გამორჩეული ტრადიციაა - ხის დარგვა, სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები ყოველთვის ჩვენთან იქნებიან, მათი ნაბიჯები კი შთამაგონებელი და მისაბაძი იქნება სკოლის მოსწავლეებისთვის.

ევროპის დღე

15 May 2024

“ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღე აღინიშნა კონფერენციით "ახალგაზრდობა უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, სადაც ყურადღება გამახვილდა ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებზე.

ცოდნის თეორიის (TOK) გამოფენის კომპონენტი

03 May 2024

ცოდნის თეორია (TOK) არის ფუნდამენტური საგანი საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IBDP) ფარგლებში. მისი მიზანია მოსწავლის მეტაკოგნიტური და კონცეპტუალური აზროვნების ჩამოყალიბება, რაც მათ საშუალებას აძლევს დაფიქრდნენ ცოდნის ბუნებასა და არსზე.

THE Counsellor Awards 2024

03 May 2024

“ევროპული სკოლის“ საუნივერსიტეტო ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამსახურის დირექტორი გიორგი სიჭინავა უმაღლესი განათლების მრჩეველთა გლობალური კონკურსის გამარჯვებულია ნომინაციაში “წლის საუკეთესო მრჩეველი-ევროპა“.