ვივიენ გუდიაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა
“ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, ვივიენ გუდიაშვილის, ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პატარა მხატვრის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩეოდა ინდივიდუალური ხედვითა და განსხვავებული სტილით. ვივიენ გუდიაშვილის შემოქმედებამ დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ინტერესი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და ვივიენის ოჯახის წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ახალგაზრდა ნიჭის განვითარებას და მისი შემოქმედებითი მიღწევები ერთად აღნიშნეს.
“ევროპული სკოლა“ აქტიურად უწყობს ხელს მოსწავლეთა ნიჭისა და ინტერესების გამოვლენასა და განვითარებას, რაც მსგავსი ღონისძიებების ჩატარებით კიდევ ერთხელ დასტურდება.