ნინია პაიკიძის პერსონალური გამოფენა
“ევროპული სკოლა“-ში ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, ნინია პაიკიძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნინია პაიკიძის მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებიც გამოირჩეოდა ფერადოვნებით, კრეატიული ხედვითა და ინდივიდუალური მხატვრული სტილით. ახალგაზრდა ავტორმა დამთვალიერებელს საკუთარი ემოციები და სამყაროს აღქმა მხატვრული ფორმებით გაუზიარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და ნინიას ოჯახის წევრები, რომლებმაც განსაკუთრებული ინტერესი და მხარდაჭერა გამოხატეს ახალგაზრდა ხელოვანის მიმართ.
მსგავსი აქტივობები ევროპული სკოლა-ში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მათი ნიჭის წარმოჩენაში, რაც სკოლის საგანმანათლებლო გარემოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.