“ევროპულ სკოლაში“ თბილისის “დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოგება გაიხსენეს

13 მაისს, “ევროპულ სკოლას“ ესტუმრა სპორტული ჟურნალისტი, ცობილი სპორტული გამოცემის “სარბიელის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, არაერთი სპორტული წიგნის და ჩანახატის ავტორი ილია ბაბუნაშვილი, რომელმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან გაიხსენა 1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასზე, თბილისის “დინამოს“ ისტორიული გამარჯვება. ამასთან, სტუმარმა სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა გამორჩეული ამბები, რომელიც “დინამოს“ იმ დროინდელი მოთამაშეებიდან პირადად აქვს შეგროვებული და სხვადასხვა ინტერვიუში თუ ჩანახატში გამოყენებული.
შეხვედრის მეორე ნახევარში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა საუბარი დაეთმო თბილისის “დინამოს“ დღევანდელ მდგომარეობას და იქ მიმდინარე პროცესებს. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და მის ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოსაგებად ემზადება. ილია ბაბუნაშვილის და სკოლის მოსწავლეების შეხვედრა ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საუბრით დასრულდა, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება.

Share on: