ევროპული სკოლის ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდები სანდრო კობახიძემ დააჯილდოვა
ევროპულ სკოლაში დასრულდა ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც 3 ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა და გამარჯვებულ გუნდებთან ერთად სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ჩვენი სკოლის ტრაგიკულად გარდაცვლილი მოსწავლის, ივიკო ჭელიძის სახელს ატარებს, პლე ოფის სისტემით წარიმართა და ერთი თვე გაგრძელდა. ფინალურ შეხვედრებს სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად დაესწრნენ ივიკო ჭელიძის ოჯახის წევრები და ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული სტუმარი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავრი მწვრთნელი სანდრო კობახიძე, ვინც საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენაში მიიღო მონაწილეობა და ევროპული სკოლის სპორტის დეპარტამენტის უფროსთან, ალექსანდრე მაისურაძესთან ერთად ჩემპიონ-
პრიზიორი გუნდები დააჯილდოვა.
მე-6/მე-7 კლასებს შორის ჩატარებული შეჯიბრის გამარჯვებული გახდა MYP-ს მე-7 კლასი, რომელმაც პენალტების სერიაში გაიმარჯვა. ამ კატეგორიაში ბომბარდირი გახდა ალექსანდრე ბაქანიძე, ხოლო საუკეთესო მეკარე არჩილ ტურძილაძე. საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი ანრი ლაგვილავამ მიიღო. მე-8/მე-9 კლასებს შორის ჩატარებული ტურნირის ჩემპიონობა მოიპოვა MYP მე-9 კლასმა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ამავე გუნდის ლიდერი იუსუფ ტარბერდიევი. ბომბარდირისთვის განკუთვნილი პრიზი დანი დასენმა, ხოლო
მეკარის პრიზი გიორგი ბეჟუაშვილმა ჩაიბარა. მე-10/მე-11 კლასებს შორის გამართული პირველობის გამარჯვებული გახდა ამერიკული სკოლის მე-10 კლასი, რომელმაც ოქროს მედლები პენალტების სერიაში მოიპოვა. ამ კატეგორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდა გიორგი გელაძე. მეკარისთვის განკუთვნილი პრიზი ნიკოლოზ ლობჟანიძემ მიიღო, ხოლო ბომბარდირობა არავის დაუთმო ტიციან გერბერმა.