ელენე ხვედელიანის ნახატების პერსონალური გამოფენა

13 მაისს “ევროპულ სკოლაში“ ქართული პროგრამის დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, ელენე ხვედელიანის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ხელოვანის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები, რომლებმაც დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და ელენეს ოჯახის წევრები. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გაცნობოდნენ მის შემოქმედებასა და ინდივიდუალურ ხედვას.

“ევროპული სკოლა“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას და მათთვის საკუთარი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობის შექმნას. ელენე ხვედელიანის პერსონალური გამოფენა სწორედ ამ მხარდაჭერისა და ახალგაზრდა ტალანტების წახალისების ნათელი მაგალითია.
Share on: