“ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“
ევროპული სკოლის ქართული პროგრამის საბაზო საფეხურზე მე-8 კლასის ინტერდისციპლინური ასამბლეა გაიმართა – “ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნის ფარგლებში კლიმატის ცვლილების საკითხები მრავალმხრივად შეისწავლეს. პროექტმა გააერთიანა ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ტექნოლოგია, ხელოვნება, ენები და სამოქალაქო განათლება, ხოლო მოსწავლეებმა შექმნეს კვლევები, ვებგვერდები, ვიდეოპროექტები, VR და AI აქტივობები. ასამბლეის მთავარი გზავნილი იყო: ცვლილება იწყება ცნობიერებით, პასუხისმგებლობით და ყოველდღიური არჩევანით.