სიახლეები

ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი

14 Nov 2017

“ევროპულ სკოლაში“ დამთავრდა “ივერი ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი“. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებულები არიან: 6 ბ კლასის, MYP მე-8 კლასის და ქართული პროგრამის მე-12 კლასის მოსწავლეთა გუნდები. ტურნირის ბომბარდირი გახდა მიხეილ კვერნაძე, საუკეთესო მოთამაშე- ნიკა სამუშია, ხოლო საუკეთესო მეკარე- ირაკლი ნებიერიძე. ფინალური მატჩების დასასრულს გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

IIIბ კლასის ვიზიტი საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.

13 Nov 2017

მოსწავლეები გაეცნენ ექვთიმე თაყაიშვილის , როგორც წმინდანისა და ერის საგანძურის მცველის ისტორიას. ასევე, დაათვალიერეს მის მიერ გადარჩენილი უნიკალური განძის ნაწილი, რომელიც მოიცავდა ისტორიულ, არქეოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, ლიტერატურულ და ეთნოგრაფიულ ექსპონატებს.

პეტრე ბაბილუა - მენტორი

13 Nov 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში “ევროპული სკოლის“ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მათემატიკის პედაგოგ პეტრე ბაბილუას მიენიჭა მენტორის წოდება.

ექსკურსია “პოლიპრინტში“

11 Nov 2017

9 ნოემბერს მეორე კლასის მოსწავლეები ეწვივნენ პოლიგრაფიულ სტამბა "პოლიპრინტს". მოზარდები გაეცნენ ქაღალდის დამუშავების ტექნოლოგიას და დიდი ინტერესით ჩაერთვნენ სახალისო აქტივობაში - დაამზადეს ქაღალდის ქუდები “ევროპული სკოლის“ ლოგოთი.

“ჰაგიოგრაფია თანამედროვეთა თვალით“

10 Nov 2017

1-3 ნოემბერს “ევროპული სკოლის“  სამივე პროგრამის მე-10 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ეთნოტურში - “ჩვენი ქალაქის ისტორია“ დათო ტურაშვილთან ერთად.  ექსკურსია ორგანიზებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ. (პედაგოგები: თამარ ლომიძე, თეკლა ბერაძე, რუსუდან ბრეგაძე და მაია წენგუაშვილი).

მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები

10 Nov 2017

9 ნოემბერს “ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნები, რომელშიც სამივე პროგრამის(ქართული პროგრამა, IB და AHS) მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.

წინასაარჩევნო დებატები

08 Nov 2017

7 ნოემბერს “ევროპული სკოლის“ სააქტო დარბაზში გაიმართა მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები, სადაც ხუთივე კანდიდატმა გაგვაცნო საკუთარი ხედვები მოსწავლეთა პარლამენტის სამომავლო მუშაობასთან დაკავშირებით.

PYP-ის გამოფენა

07 Nov 2017

7 ნოემბერს , სასწავლო თემის “ პროცესები“ დასასრულს PYP-ის მე-5 კლასის მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში მოაწყვეს სამეცნიერო პროექტების გამოფენა. 

“შავი ზღვის საერთაშორისო დღე“

07 Nov 2017

3 ნოემბერს ქართული პროგრამის მე-3-4 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს "შავი ზღვის საერთაშორისო დღისადმი" მიძღვნილი  გამოფენა.