სიახლეები

ყურადღება!

26 Jun 2017

"ევროპული სკოლის“ დირექციის რეკომენდაციით, 2016-2017 სასწავლო წლის II სემესტრის  შედეგების მიხედვით, სწავლასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისთვის მიენიჭათ "დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის გრანტი“  შემდეგ მოსწავლეებს: 1. ბექარ გურგენიძე – 11ბ 2. გიორგი მაჭარაშვილი – 11ბ 3. გიორგი ლელუაშვილი –11ა 4. ელისაბედ სააკაძე  – 10 5. ნინო კინტრაია -10 6. ანა ახალაია – 9ა 7. ნანი დაგარგულია – 9ა 8. მარიამ ახალაია – 8ბ 9. სალომე ზედგინიძე  – 8ბ 10. ნინო ზარაფიშვილი – 8ა 11. მარიამ ოქრიაშვილი – 8ბ 12. ელენე ფანჯაკიძე –  8ბ 13. ელენე ჯოხაძე  – 8ბ 14. ელენე ქობლიანიძე – 8ა 15. თორნიკე ყუბანეიშვილი  – 8ბ

”ისრაელის ახალგაზრდა ელჩები” ”ევროპულ სკოლაში”

22 Jun 2017

22 ივნისს “ევროპულ სკოლას” ”ისრაელის ახალგაზრდა ელჩები” ესტუმრნენ, სკოლის პრეზიდენტის, იცხაკ  ელდანის ხელმძღვანელობით  16-17 წლის ახალგაზრდებს  ორწლიანი მომზადების შემდეგ   საშუალება ეძლევათ, გაემგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მასპინძელ ქვეყნებს გააცნონ ისრაელის კულტურა და იმ თვალით დაანახვონ იგი, რომლითაც  თვითონ ხედავენ საკუთარ სამშობლოს. ეს ვიზიტები მათ ეხმარებათ დიპლომატიური ეთიკის, საჯარო გამოსვლის, ლიდერული თუ ჯგუფური მუშაობის უნარების დახვეწაში.   ”ევროპულ სკოლაში” სტუმრობისას მათ ქართველმა თანატოლებმა უმასპინძლეს, გააცნეს საქრთველო, ქართული კულტურა და ტრადიციები. ახალგაზრდებმა თავიანთი  ინტერესები და  სამომავლო გეგემები ერთსაათიანი აზრთა გაცვლა-გამოცვლისას ”მრგვალი მაგიდების” ირგვლივ გაუზიარეს ერთმანეთს. ქართველმა მოსწავლეებმა, ქართული კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, კონცერტი გამართეს თანატოლებისათვის. სტუმრებმა კი ღონისძიების ბოლოს ერთობლივი ცეკვა შესთავაზეს მასპინძლებს.   ”ისრაელის ახალგაზრდა ელჩების სტუმრობა” დიდხანს ემახსოვრებათ           ”ევროპული სკოლის” მოსწავლეებს. ეს ვიზიტი უთუოდ ქართველი და ებრაელი მომავლის ლიდერების ხანგძლივი ურთიერთობისა და მეგობრობის დასაბამი გახდება.

პუშკინის კლუბის მუსიკალური სპექტაკლი

20 Jun 2017

23 მაისს "ევროპულ სკოლაში" ჩატარდა პუშკინის კლუბის მუსიკალური სპექტაკლი "ჩექმებიანი კატა".ხელმძღვანელი, რუსული ენის პედაგოგი ნ. მიქელაძე.

TEDxIBEuropeanSchool

20 Jun 2017

25 მაისს “ევროპულ სკოლაში” ჩატარდა კონფერენცია TEDxIBEuropeanSchool. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც "ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მასწავლებლები,

ბოლო ზარი 2017

20 Jun 2017

დღეს "ევროპული სკოლაში“ მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარი დარეკეს. სიმბოლურად პირველი გაკვეთილი კურსდამთავრებულებს დამრიგებელმა ჩაუტარა

"ოქროს პეპელა 2017“

20 Jun 2017

ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრსა და “ევროპულ სკოლაში”. ფესტივალის პროგრამაში იყო შეხვედრები ცნობილ კინოხელოვანებთან, ასევე, ვორქშოპები და პრაქტიკული მეცადინეობები.

ახალი დარბაზის პრეზენტაცია

20 Jun 2017

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს. Lorem Ipsum-ის გამოყენებით ვღებულობთ იმაზე მეტ-ნაკლებად სწორი გადანაწილების ტექსტს

IB MYP შეფასების კომისიის ვიზიტი "ევროპულ სკოლაში“

15 Jun 2017

31 მაისიდან - 3 ივნისის ჩათვლით, “ევროპულ სკოლაში” იმყოფებოდა საერთაშორისო ბაკალავრიატის ორგანიზაციიდან მოვლინებული კომისია, რომლის მიზანი იყო

ყურადღება!

12 Jun 2017

სამშაბათს, 13 ივნისს, 14:30 საათზე"ევროპული სკოლის" London Avenue-ში გაიმართება ჟურნალის "ევროპული სკოლა - ჩვენი მომავალი" პრეზენტაცია.