სიახლეები

ყურადღება!

07 Oct 2016

  ევროპული სკოლა გთავაზობთ Advanced Placement (AP)  კურსებს. AP  წარმოადგენს ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვისთვის მოსამზადებელ ერთ–ერთ პროგრამას, რომელიც გამიზნულია X, XI და XII კლასების მოსწავლეთათვის.    პროგრამა AP პირველად  აპრობირებული იქნა რამდენიმე ამერიკული სკოლის მიერ ისეთი  მსხვილი უნივერსიტეტების მხარდაჭერით, როგორებიცაა ჰარვარდის, პრინსტონის და იელის უნივერსიტეტები. სტუდენტს, რომელიც სწავლობს Advanced Placement პროგრამით, შესაძლებლობა აქვს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე გაიაროს უნივერსიტეტის პირველი ორი სემესტრის მასალა, დააგროვოს სასწავლო კრედიტები საგნების მიხედვით, ჩააბაროს გამოცდები და მიიღოს ქულები სკოლაში სწავლის პერიოდში, რომლებიც გათვალისწინებული იქნება უმაღლესში ჩაბარების და სწავლის გაგრძელების შემთხვევაში.    Advanced Placement–ის გამოცდები ტარდება ტესტების ფორმით, რომლებიც ფასდება ხუთბალიანი სისტემით,  5 – უმაღლესი ქულაა, ხოლო 1 –ყველაზე დაბალი. გამოცდების შედეგები ეგზავნება უნივერსიტეტს აბიტურიენტის სხვა საბუთებთან ერთად.    "ევროპული სკოლის“  მაღალკვალიფიციური პედაგოგები  უკვე ხუთ სასწავლო სასწავლო წელზე მეტია ატარებენ  AP კურსებს სხვადასხვა საგანში. გასულ წლებში "ევროპულ სკოლაში“ მომზადებულ   მოსწავლეთა უმრავლესობამ დაიმსახურა უმაღლესი 5 და 4 ქულა. ამასთანავე,  "ევროპული სკოლა“ AP საგამოცდო ცენტრსაც წარმოადგენს.    AP კურსებზე მსურველების ჩარიცხვა შესაძლებელია 2016 წლის 20 ოქტომბრამდე "ევროპული სკოლის“  ტრენინგ ცენტრში (ოთახი N5).   დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მიმართოთ ქ-ნ ნინო კობახიძეს. ტელ.: 597-140-508.    "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

07 Oct 2016

“ევროპული სკოლის” ტრენინგ ცენტრი ამერიკისა და   ევროპის ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების ყველა მსურველს  გთავაზობთ SAT - ისა და SAT Subject Test -ებისათვის  მოსამზადებელ კურსებს.   SAT-სა და SAT Subject Test-ში მაღალი ქულების მიღება მსოფლიოში ცნობილ  უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების გარანტიაა.   “ევროპული სკოლის” ტრენინგ ცენტრის მაღალკვალიფიციურმა პედაგოგებმა ბოლო  ხუთი სასწავლო წლის განმავლობაში SAT  და SAT Subject Test-ებისათვის 300-ზე მსმენელი მოამზადეს.  მათ შორის ნახევარზე მეტი -“ევროპული სკოლის”  მოსწავლე, რომელთა უმრავლესობამ მაღალი ქულები დაიმსახურა.  ამის დასტურია  ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეები ამერიკისა და ევროპის წამყვანი  უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.   განცხადებები მიიღება 2016 წლის 20 ოქტომბრამდე “ევროპული სკოლის“  ტრენინგ ცენტრში (ოთახი N5).   დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქ-ნ ნინო კობახიძეს. ტელ.: 597-140-508.    “ევროპული სკოლის“  ადმინისტრაცია

ყურადღება!

07 Oct 2016

სამშაბათს, 11 ოქტომბერს, 15.30 საათზე "ევროპული სკოლის“  სააქტო დარბაზში ჩატარდება ფოლკლორის ეროვნული სკოლის (ხელმძღვანელი - გიორგი უშიკიშვილი) ანსამბლების კონცერტი.   გთხოვთ, მობრძანდეთ!    "ევროპული სკოლის“ ადმინისტრაცია

ყურადღება!

05 Oct 2016

დღეს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! გილოცავთ!

"ევროპული სკოლის“ ახალი მოსწავლეების მშობელთა საყურადღებოდ!

28 Sep 2016

შაბათს, 1 ოქტომბერს, ევროპული სკოლის ახალი მოსწავლეების მშობლებისთვის ჩატარდება ტრენინგი:   "ელექტრონული დღიურის გამოყენება სასწავლო პროცესში“.   პირველი კლასების მოსწავლეების მშობლებისთვის - 11:00 საათზე,   სხვა კლასების მოსწავლეების მშობლებისთვის - 12:00 საათზე.   ტრენინგის ხანგრძლივობა 1 სთ.   ოთახი  N 39, ბლოკი პირველი.   ისტ კათედრა

ვულოცავთ!

27 Sep 2016

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - "ჩემი ვაჟა-ფშაველა“  გაიმარჯვა "ევროპული სკოლის“ მე-8ა კლასის მოსწავლემ, ნიკი ფერაძემ (მასწავლებელი თ. ცაგარელი). ნიკიმ კონკურსზე წარადგინა მხატვრული  ესე "ხმელი წიფლის გასაღები“. გამარჯვებულს გადაეცა   ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU)  სერტიფიკატი და საჩუქრების ნაკრები.   ვულოცავთ ნიკის გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!