სიახლეები

ყურადღება!

18 Dec 2014

2014 წლის 19 დეკემბერს 13სთ.30წთ.-დან "ევროპული სკოლის“ II კორპუსში I და II სართულზე მოეწყობა მოსწავლეთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვა.გთხოვთ, გვეწვიოთ!

ES NEWS - 2014 წლის 15 დეკემბრის გამოშვება

15 Dec 2014

გადაცემას უძღვება 7ბ კლასის მოსწავლე ნინო შიოლაშვილიგადაცემის თემებია:• "ევროპული სკოლის" პრველობა ინტელექტუალურ კონკურსში - "რა? სად? როდის?";• გამოფენა თემაზე - "საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში";• ამხანაგური მატჩი კალათბურთში მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომბლებს შორის;• "ევროპულ სკოლას" ესტუმრა ინტერნეტ ბლოგის, "პატარა ჟირაფის" ავტორი;• სატელევიზიო კონკურსის "ჩემი კლასის პრეზენტაციას" დაჯილდოვების ღონისძიება;

Presentation of the film

15 Dec 2014

21st century Learning for 21st century Learners  Welcome to our presentation! English Language Department

შეჯიბრი კალათბურთში

12 Dec 2014

11 ნოემბერს, ხუთშაბათს, "ევროპულ სკოლაში“ ჩატარდა შეჯიბრი კალათბურთში მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის. შეჯიბრი დასრულდა მოსწავლეების სასარგებლოდ,  ანგარიშით - 27:14 მონაწილეობდნენ:   ევროპული სკოლის  მოსწავლეები: ირაკლი ქოჩიაშვილი (IXბ), ამიკო ხაზალია (IX AHS), ნუგო მამალაძე (IXა), ჯაბა გოგატიშვილი (VIIIბ).   ევროპული სკოლის მასწავლებლები: ალექსანდრე გიორგიძე (გეოგრაფიის მასწავლებელი), ირაკლი ჯაოშვილი (ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიის ხელმძღვანელი), იბრაჰიმ იდოუ (ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი), მოსე ესაია ბიდემი (ევროპული სკოლის დაცვა).

ყურადღება!

09 Dec 2014

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო გრანტების კონკურსში "კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით 2014“, გაიმარჯვა "ევროპული სკოლის“ და რუსთავის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N24  ქართული გიმნაზიის ერთობლივმა პროექტმა "ფინანსური მათემატიკის ერთი პრობლემის შესახებ“,  რომელსაც ხელმძღვანელობს ევროპული სკოლის პედაგოგი, მათემატიკის კათედრის გამგე პეტრე ბაბილუა. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას!

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გეპატიჟებათ გამოფენაზე "საბჭოთა წარსული თბილისის ჩრდილებში“

09 Dec 2014

   გამოფენა მოეწყობა  ევროპულ სკოლაში საერთაშორისო განყოფილების (IB)  ბიბლიოთეკაში     (მე- 6  სართული).  გამოფენაზე წარმოდგენილია  საბჭოთა მმართველობის პერიოდში თბილისში მომხდარი 20 მნიშვნელოვანი მოვლენისა და პროცესის ამსახველი ფოტოსურათი. ფოტომონტაჟის მეშვეობით დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ისტორიული კადრები იმავე ადგილის თანამედროვე პანორამაში დაინახოს.   პროექტი განხორციელდა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია, წახალისდეს მსჯელობა თემაზე - როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება ჩვენი უახლესი ისტორიის შესახებ და გავაცნობიეროთ, როგორ და რატომ იცვლება სივრცე, რომელშიც ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა.   ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, 1515 საერთაშორისო განყოფილების (IB)  ბიბლიოთეკაში სწორედ ამ თემაზე გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელი ირაკლი ხვადაგიანი.

ყურადღება!

08 Dec 2014

,,ევროპულ სკოლაში” 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულების შესახებ 

ES NEWS - 2014 წლის 8 დეკემბრის გამოშვება

08 Dec 2014

გადაცემას უძღვება მე-6 კლასის მოსწავლე ანა ბზიკაძეგადაცემის თემებია:• TEDx-ის კონფერენცია;• "ევროპულ სკოლას" ესტუმრნენ ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის დამფუძნებელი იოკე ვანდერ ლეუ როორდი და ასოციაციის წევრები;• "ევროპული სკოლის" "PYP" სექტორის მოსწავლლები ესტუმრნენ გარემოს დაცვის სამინისტროს და ინტერვიუ ჩაწერეს სამინისტროს წარმომადგენლებთან;• "ევროპული სკოლის" დირექტორმა ქ-ნ. ნანა მოსიძემ სპეციალური სიგელებით დააჯილოვა დაწყებითი კლასების ის მოსწავლეები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ხატვის კონკურსში სახელწოდებით - "შემოდგომის ფერები";• "მხიარული სტარტები" მე-4ა და მე-4ბ კლასების მონაწილეობით;• "ევროპულ სკოლას" ესტუმრნენ "კავკასიის ბიზნეს სკოლის" წარმომადგენლები";• ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ჩატარდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდის "მოქალაქეს" მიერ გამოცხადებული მოსწავლეთა კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება;• ESTV-ის წრის მოსწავლეებმა პრაქტიუკული მეცადინეობის დროს გადაიღეს და დაამონტაჟეს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

04 Dec 2014

სპორტული, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებისა და სტუდიების კვირეული2014 წლის   15-19 დეკემბერი თბილისი