სიახლეები

ყურადღება!

27 Nov 2013

27 ნოემბერს, 15სთ.15წთ–ზე, სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება შეჯიბრი  ინტელექტუალურ თამაშში  "რა? სად? როდის?“.

ყურადღება!

26 Nov 2013

2 დეკემბრიდან 7 დეკემბრამდე  ევროპულ სკოლაში  ჩატარდება ღია გაკვეთილები სპორტულ, სახელოვნებო, სამეცნიერო კლუბებსა და სტუდიებში შემდეგი განრიგით:  

ყურადღება!

26 Nov 2013

პარასკევს, 29 ნოემბერს,14სთ.30წთ-ზე გიწვევთ III ბ კლასის ზეიმზე "Королева Осень".პედაგოგი ნ.ხომერიკი.გთხოვთ,მობრძანდეთ.

ევროპულ სკოლაში ტარდება 2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური.

25 Nov 2013

ევროპულ სკოლაში ჩატარდა  2013-2014 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო  ოლიმპიადა შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბიოლოგია,რუსული ენა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა.მესამე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები შეირჩევიან მე-10, მე-11,მე-12 კლასებიდან  რესპუბლიკური ოლიმპიადისთვის. აღსანიშნავია ,რომ ოლიმპიადა გამოავლენს შიდა გამარჯვებულებს მე-7, მე-8, მე-9 კლასებში და საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს გადაეცემათ სიგელები.

ES News - 2013 წლის 25 ნოემბრის გამოშვება

25 Nov 2013

გადაცემას უძღვება VIბ კლასის მოსწავლე ლუკა გორგოშიძე გადაცემის თემებია: მეხუთეკლასელთა ექსკურსია ნარიყალას ციხეზე; მეექვსეკლასელთა კონფერენცია ინგლისურ ენაში; სკოლის პირველობა კალათბურთში; ევროპული სკოლის მოსწავლე ზუკა დედაბრიშვილი რუსთავი ორის გადაცემაში გააცინე და მოიგე;

ევროპული სკოლის მეათე კლასელებისათვის ფიზიკის გაკვეთილი უჩვეულოდ ჩატარდა.

22 Nov 2013

18 ნოემბერს ევროპული სკოლის მეათე კლასელებმა მოისმინეს ლექცია Higgs boson-ზე და სამყაროს აგებულების შესახებ.  

ES News - 2013 წლის 18 ნოემბრის გამოშვება

18 Nov 2013

გადაცემას უძღვება VII myp კლასის მოსწავლე ქეთი წურწუმია გადაცემის თემებია: სპორტული შეჯიბრებების მხარდამჭერთა საჩვენებელი შოუ; პირველი საცდელი საინფორმაციო გამოშვება; თბილისის კერძო სკოლების პირველობა ფეხბურთში - ევროპული სკოლის გუნდი მეოთხედფინალშია; პირველკლასელთა ექსკურსია კახეთში, კომპანია ხარებას მეურნეობაში.

ყურადღება!

13 Nov 2013

AP-ის ამერიკული განათლების დეპარტამენტის მოსამზადებელი კურსები დაკომპლექტდა.  

კალათბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში

07 Nov 2013

იწყება კალათბურთის ტურნირი ევროპულ სკოლაში. მონაწილეობას იღებენ VII-XII კლასების ქართული და ინგლისური სექტორის (MYP, DP, AHS)  მოსწავლეები. შეჯიბრი გაიმართება 2 ასაკობრივ კატეგორიაში (VII-VIII და IX-XII კლასებს შორის).