სიახლეები

სტუმრები Royal Russell School-დან

17 Feb 2019

15 თებერვალს "ევროპულ სკოლას" სტუმრად ეწვია დიდი ბრიტანეთის დელეგაცია Royal Russell School-დან. დელეგაციის წევრებმა ორგანიზება გაუწიეს მათემატიკურ კონკურსს 14-დან 16 წლამდე მოსწავლეებისთვის. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სკოლებმაც: New School, Givi Zaldastanishvili American Academy in Tbilisi, British-Georgian Academy. კონკურსში გაიმარჯვა ამერიკული აკადემიის მეათე კლასის გუნდმა, მეორე ადგილზე გავიდა “ევროპული სკოლის” სადიპლომო პროგრამის გუნდი. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ პრიზები და მონაწილეობის სერთიფიკატები. ამავე დღეს Royal Russell School-ისწარმომადგენლებმა “ევროპული სკოლისა” და კონკურსში მონაწილე სკოლების სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის ჩაატარეს პროფესიული განვითარების ვორქშოფი. Royal Russell School-სა და ”ევროპულ სკოლას” შორის, მომავალში აქტიური თანამშრომლობის მიზნით, გაფორმდა მემორანდუმი.

ვალენტინობის დღესასწაული

17 Feb 2019

14 თებერვალს, ვალენტინობის დღესასწაულზე ”ევროპული სკოლა” წითელი და ვარდისფერი ყვავილებით, საჰაერო ბუშტებით, ვალენტინობის ბარათებით, ტკბილეულით, იმ ჯადოსნურ სასახლეს დაემსგავსა, სადაც კუპიდონები სიყვარულის ისრებით ეგებეოდნენ მომსვლელებს, სასიყვარულო პოეზია და ვალსის ჰანგები კი რომანტიულ განწყობას უქმნიდა დიდსა თუ პატარას.

PYP-ის პროექტების გამოფენა-საორიენტაციო შეხვედრა მშობლებთან

14 Feb 2019

11 თებერვალს PYP მე-5 კლასის მოსწავლეთა მშობელთათვის გაიმართა საორიენტაციო შეხვედრა PYP-ის პროექტების გამოფენის შესახებ. ამ შეხვედრის მიზანი იყო, მშობელთათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება გამოფენის შესახებ და მოსწავლეთა პროექტებში მშობლის როლისა და პასუხისმგებლობების გაცნობა. PYP-ის პროექტების გამოფენა არის პროგრამის კულმინაციური ეტაპი, სადაც მოსწავლეები ახდენენ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების სინთეზს და უზიარებენ სკოლის საზოგადოებას, ამასთან ადგილი აქვს IB-ის მოსწავლის პროფილის ატრიბუტების დემონსტრირებას. პროექტის თემის არჩევისას მოსწავლეებს შეუძლიათ, შეისწავლონ მათთვის საინტერესო, ლოკალური თუ გლობალური მნიშვნელობის, რეალური პრობლემა, იმოქმედონ პრობლემის გადასაჭრელად და მოამზადონ პრეზენტაცია.

ქართული პროგრამის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია

12 Feb 2019

“ევროპულ სკოლაში“ პედაგოგ მარინე მელიქიძის მოსწავლეთა პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ქართული პროგრამის საბაზო საფეხურის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებს და მშობლებს წარუდგინეს ინდივიდუალური და ჯგუფური პროექტები, რომლებზეც 2 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მოსწავლეებმა თემები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე აირჩიეს და მეტად მნიშვნელოვან საკითხებს შეეხნენ: “ჩემი კლასის კალენდარი", "კომპიუტერული თამაშები კარგია თუ ცუდი?", "ჩემი საგვარეულოს ისტორია", "წიგნები გუშინ, დღეს, ხვალ", "მე და ჩემი სახელი", "კორეული კულტურა", "ჯანსაღი ცხოვრების წესი", "არ დაანაგვიანო!", "დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამოსი", "ტური კახეთში", "ჩქიმ სამარგალო". პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ბიბლიოთეკაში და მას ესწრებოდნენ: საფეხურის კოორდინატორი ინგა თოლორაია, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები: მაია მელიქიშვილი , მაია წენგუაშვილი და სხვ.

ES STEAM CHALLENGE

11 Feb 2019

ევროპული სკოლა აცხადებს ყოველწლიურ ღონისძიებას "ES STEAM CHALLENGE" , რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს. გამარაჯვებული გუნდისთვის დაწესებულია საინტერესო პრიზები, ასევე გამოვლინდება წლის STEAM მასწავლებელი.

თემა ”ბაქტერიები”

09 Feb 2019

7 თებერვალს 3 ბ კლასის დამრიგებელმა მარიკა მჭედლიძემ, კლასის სადამრიგებლო საათზე, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ისაუბრა ბაქტერიების შესახებ, ამასთან, რუსულის გაკვეთილი განავრცო შესაბამისი თემატიკით. მოგვიანებით შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა ბიოლოგიის ლაბორატორიაში პედაგოგ მანანა ჟამურაშვილთან და ასმათ ახვლედიანთან ერთად. გაკვეთილზე პედაგოგებმა მოსწავლეებს აჩვენეს თემის შესაბამისი ვიდეო მასალა, ჩაატარეს პრაქტიკული სამუშაოები, კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს სასარგებლო და არასასარგებლო ბაქტერიების მნიშვნელობაზე, იმსჯელეს, თუ რამდენად აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა და რა პრევენციულ ზომებს უნდა მიმართონ ადამიანებმა, რომ არ დაავადდნენ მავნე ბაქტერიებით. ბოლოს მოსწავლეებმა მიკროსკოპის საშუალებით საკუთარი თვალით ნახეს ბაქტერიები.

”აინშტაინის სკოლის” სიახლეები

04 Feb 2019

”აინშტაინის სკოლამ”, რომელიც ”კანტის აკადემიამ" გასულ წელს ”ევროპულ სკოლასთან” პარტნიორობით გახსნა, 2019 წლის ზამთრის სეზონი განახლებული მოდულებითა და საინტერესო სიახლეებით დაიწყო. “მომავლის ლაბორატორიასა” და “ევროპულ სკოლასთან” პარტნიორობით იწყება ინოვაციებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა , რაც გულისხმობს მომავლის პროფესიების შესწავლას 8-დან 12 წლამდე მოზარდებში. ეს პროფესიებია: ციფრული პროდუქტებისა და ალგორითმების შექმნა, პროგრამირებისა და ციფრული ლოგიკის საფუძვლები,3D მოდელირება და 3D ბეჭდვა, რობოტების პროგრამირება და სხვ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

01 Feb 2019

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მეოთხედ ჩატარდა., ”ევროპულ სკოლაშიც”, უკვე ტრადიციულად, AHS-ის მოსწავლეები წიგნებიდან მათ მიერ წინასწარ შერჩეულ ამონარიდებს უკითხავდნენ ერთმანეთს. სკოლის ბიბლიოთეკაში მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მკითხველები და მსმენელები. მოზარდებმა საყვარელი ავტორების კითხვისას გაჩენილი ემოციები და საფიქრალი გაუზიარეს თანატოლებს. დღეს ბიბლიოთეკაში კონტაქტი უდაოდ შედგა...კონტაქტი თანატოლისა- თანატოლთან, სულისა -სულთან, მკითხველისა - წიგნთან....

ჩემი სხეული

01 Feb 2019

31 იანვარს ”ევროპულ ბაღში”გაიმართა პრეზენტაცია თემაზე: "ჩემი სხეული". ბავშვებმა მოწვეულ მშობლებს წარუდგინეს აღნიშნულ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები და ჩართეს ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში.