აქცია - ევროპული სკოლის მოსწავლეები თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ!

Anti Tobaco Action

მიმდინარე წლის 15 მარტს ევროპულ  სკოლაში ჩატარდება მოსწავლეთა ორგანიზებული აქცია მოზარდებში  ნიკოტინური დამოკიდებულების ადრეული პროფილაქტიკის მიზნით.

აქციის სლოგანი: “ჩემი მეგობარი არ ეწევა!“

აქციის მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ საერთო (ჯგუფური) აზრი ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარების მავნებლობაზე, რაც მათ ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია;

ღონისძიებები:

  • სააგიტაციო ჯგუფის მიერ აქციისათვის დამზადებული ფლაერების დარიგება;
  • სააგიტაციო ჯგუფების მიერ პრეზენტაციების გამართვა;
  • სასკოლო წერის ჩატარება თემაზე: ”რას ვურჩევ თანატოლს, რომელიც ეწევა სიგარეტს” (გამარჯვებული თემა დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით);
  • ბიოლოგიის მასწავლებლის, ბუციკო ჩხარტიშვილის საუბარი მოზარდებთან ნიკოტინისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე; (14სთ 30წთ)
  • აქციის თემატიკაზე დამზადებული პოსტერების გამოფენა;
Share on: