გამოიცა "ევროპული სკოლის“ ახალი პროსპექტი

  გამოიცა ახალი პროსპექტი, რომელიც სრულად ასახავს “ევროპული სკოლის“ საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას, სწავლების შინაარსსა და ინოვაციებს.

  ახალი საინფორმაციო ჟურნალი გაფორმებულია დახვეწილი ფოტოკოლაჟით, შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სკოლაში მოქმედ 3 სხვადასხვა პროგრამაზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სულ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს მოსწავლეებს. პროსპექტის სლოგანი “ჩვენი მიზანია თქვენი წარმატება“ ზუსტად გამოხატავს “ევროპული სკოლის“ მისიასა და ფილოსოფიას. 

  ვფიქრობთ, ეს სიახლე დააინტერესებს არა მხოლოდ “ევროპული სკოლის“ კოლექტივს, არამედ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის სრულფასოვანი და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირებული განათლება.

Share on: