განცხადება!

SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასარიცხად. მისი უმაღლესი ქულაა 2400.

SAT მოიცავს კრიტიკული აზროვნების ნაწილს, მათემატიკასა და  ესეს წერას.

SAT-ში მაღალი ქულების მიღება მსოფლიოში ცნობილ ამერიკულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების დიდ შანსს იძლევა. 

ევროპული სკოლის ტრენინგ ცენტრის მაღალკვალიფიციურმა პედაგოგებმა ბოლო  სამი სასწავლო წლის განმავლობაში SAT ტესტირებისათვის 200-მდე მსმენელი მოამზადეს. მათ შორის 150 ევროპული სკოლის მოსწავლე, რომელთა უმრავლესობამ მაღალი ქულა მიიღო. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსწავლეები ამერიკისა და ევროპის წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ.

განცხადებები მიიღება 2014 წლის 29 სექტემბრამდე, ევროპული სკოლის ტრენინგ ცენტრში (ოთახი N5).

მეცადინეობები დაიწყება 1 ოქტომბრიდან.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ქ-ნ ნინო კობახიძეს.  ტელ.: 597-140-508

Share on: