გვეამაყება მათი წარმატება

ევროპული სკოლის პედაგოგს, პეტრე ბაბილუას, ვულოცავთ საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის მინიჭებას სამეცნიერო პროექტისათვის “არაპარამეტრულ შეფასებათა თეორიის  ზოგიერთი ამოცანა“.

ევროპული სკოლის პედაგოგს, თამარ ჯაყელს, ვულოცავთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრის  მიერ  მინიჭებულ წოდებას – წლის საუკეთესო მასწავლებელი-ტრენერი.

ევროპული სკოლის პედაგოგმა, ნინო ტაბეშაძემ, 27 ქვეყნის 30 წარმომადგენელთა შორის საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა ოქსფორდის უნივერსიტეტის მენსფილდის კოლეჯში გამართულ მეშვიდე ინტერდისციპლინურ გლობალურ კონფერენციაში:“შიში, საშინელება და ტერორი“. საქართველოს დელეგატმა დიდი წარმატება დაიმსახურა და უკვე მიიღო მოწვევა შემდგომ გლობალურ კონფერენციაზე. 

Share on: