გლობალური კონფერენცია "შიში, საშინელება და ტერორი“

2013 წლის 5-7 სექტემბერს დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მენსფილდის კოლეჯში გაიმართა მეშვიდე ინტერდისციპლინური გლობალური კონფერენცია “შიში, საშინელება და ტერორი“. საქართველოს სახელით კონფერენციაში მონაწილეობდა ჩვენი სკოლის პედაგოგი ნინო ტაბეშაძე.

კონფერენციაზე თავი მოიყარა 27 ქვეყნის 30-მა წარმომადგენელმა. კონფერენციის მოხსენებები 300 აპლიკაციიდან შეირჩა. მონაწილეები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, მალტიდან, ბრაზილიიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, ავსტრალიიდან. წელს ამ კონფერენციაზე პირველად ჰყავდა დელეგატი საქართველოს ნინო ტაბეშაძის სახით. მისი თემის სახელწოდებაა “ომისშემდგომი არსებობა საქართველოში: 2008 წლის აგვისტოს შემდეგ“. საქართველოს დელეგატმა დიდი წარმატება მოიპოვა და უკვე მიიღო მოწვევა შემდგომ გლობალურ კონფერენციაზე.

Share on: