ევროპული სკოლის მოსწავლეები გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში მონაწილეობენ

UNწელს საქართველოს დელეგაცია გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში პირველად მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან 25 დელეგატი მიემგზავრება და სასიხარულოა, რომ მათ შორის 14 “ევროპულ სკოლას“ წარმოადგენს.

ახალგაზრდული ასამბლეა ყოველ წელს იმართება და მასში100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ახალგაზრდული ასამბლეა ზუსტად იგივე ფორმატით იმართება, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეა და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაა.

წელს მთავარი განსახილველი საკითხი ისრაელ-პალესტინის კონფლიქტია. გარდა მთავარი საკითხისა ყველა დელეგაცია წარადგენს პრეზენტაციას საკუთარ ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებზე.

საქართველოს დელეგაციის პრეზენტაცია ეძღვნება დევნილთა პრობლემებსა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების გზებს. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში, ვორქშოპებში, დებატებში და სხვა აქტივობებში. გარდა ამისა ჩვენი დელეგატები შეეცდებიან მოიპოვონ გრანტი, რომელიც ნიუ იორკიდან დაბრუნების შემდეგ, ჯგუფს საშუალებას მისცემს გააგრძელონ დევნილთა პრობლემებზე მუშაობა.

ოფიციალური სამუშაო ნაწილის გარდა საქართველოს დელეგატები 2 თებერვალს გაეროში საქართველოს  წარმომადგენლობას ეწვევიან. ასევე დაგეგმილია სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად ნიუ იორკის ღირშესანიშნაობების დათვალიერება.

დელეგატები კონკურისისა და გასაუბრების საშუალებით შეირჩნენ. ფინანსური ხარჯის 60% ასამბლეის სხვადასხვა სპონსორებმა დააფინანსეს. ხოლო დარჩენილ ნაწილს თავად დელეგატი ფარავს. წელს ახალგაზრდული ასამბლეის მთავარი სპონსორია გაეროს მისია ერაყში. თანასპონსონსორები არიან გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია “Friendship Ambassadors”, ”UN” head office და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

ჯგუფი საქართველოდან 27 იანვარს გაემგზავრება და 4 თებერვალს დაბრუნდება.

ჯგუფის წევრები და ფუნქციები:

ალექსანდრე გიორგიძე დირექტორის მოადგილე;  ჯგუფის ხელმძღვანელი

მონაწილეები:

1 ნიკა სესკურია XII DP მთავარი მომხსენებელი
2 ეკა გიგაური  XII DP მთავარი მომხსენებელი
3 ნინო სიჭინავა X MYP მთავარი მომხსენებალი, პრეზენტაციის წარმდგენი.
4 გიორგი მამათელაშვილი XI DP მთავარი მომხსენებელი
5 ილია აბულაშვილი XII DP მომხსენებელი
6 ესტატე ანთაძე XI DP მომხსენებელი
7 ლუკა თუთარაშვილი XI DP მომხსენებელი
8 მიხეილ გუცაევი XI DP მომხსენებელი
9 სანდრო თაყაიშვილი XI DP მომხსნებელი
10 გიორგი გიგინეიშვილი XI DP ოპერატორი
11 ლიზა ნადიბაიძე XI DP მონაწილე
12 მარიამ ალავიძე XII DP მონაწილე
13 პარვინ ჰასან X MYP მონაწილე
Share on: