ევროპული სკოლის მოსწავლეები გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაზე

როგორც მოგეხსენებათ ,30 იანვრიდან – 6 თებერვლამდე “ევროპული სკოლის” თორმეტმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო, ნიუ იორკში, გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეაში . ახალგაზრდული ასამბლეა ზუსტად იმავე ფორმატით იმართება, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეა და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდა ლიდერების წარმოჩენაა.

ახალგაზრდული ასამბლეა ყოველ წელს იმართება და მასში100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლი იღებს მონაწილეობას.წელს ანსამბლეა მეთერთმეტედ გაიმართა და მასში საქართველოს დელეგაცია პირველად მონაწილეობდა.

საქართველოდან 24 დელეგატი გაემგზავრა და სასიხარულოა, რომ მათ შორის 12 “ევროპულ სკოლის“ წარმომადგენელი იყო.

მთავარი განსახილველი საკითხი გახლდათ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი. გარდა მთავარი საკითხისა, საქართველოს დელეგაციამ გააცნო მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით კი – დევნილთა პრობლემები.

ქართული დელეგაცია სანიმუშო ქცევით გამოირჩა,ახალგაზრდულ ასამბლეაში მონაწილე უმრავლესობა პირველად გაეცნო  ქართველ დელეგატებს , რაც ერთი- ორად ზრდიდა ჩვენი  მოსწავლეების პასუხისმგებლობას. სასიხარულოა, რომ “ევროპული სკოლის” მოსწავლეებმა ისახელეს თავი , მიიღეს უზარმაზარი გამოცდილება, რაც მათ მომავალზე  პოზიტიურად  იმოქმედებს. ოფიციალური სამუშაო ნაწილის გარდა საქართველოს დელეგატებმა დაათვალიერეს ნიუ იორკის ღირშესანიშნაობები.

დელეგატები კონკურისისა და გასაუბრების საშუალებით შეირჩნენ. ფინანსური ხარჯის 60% ასამბლეის სხვადასხვა სპონსორმა დააფინანსა. წელს ახალგაზრდული ასამბლეის მთავარი სპონსორი იყო გაეროს მისია ერაყში. თანასპონსონსორები –  გავლენიანი ამერიკული ორგანიზაცია “Friendship Ambassadors”, ”UN” head office და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.

ჯგუფის წევრები და ფუნქციები:

ალექსანდრე გიორგიძე დირექტორის მოადგილე; ჯგუფის ხელმძღვანელი.

მონაწილეები:

  1. სანდრო თაყაიშვილი- მთავარი მომხსენებელი;
  2. ნინო სიჭინავა- მთავარი მომხსენებელი;
  3. ეკა გიგაური- მთავარი მომხსენებელი;
  4. მიხეილ გუცაევეი – მომხსენებელი;
  5. ესტატე ანთაძე- მომხსენებელი;
  6. ლუკა თუთარაშვილი- მონაწილე;
  7. გიორგი მამათელაშვილი- მონაწილე;
  8. ილა აბულაშვილი- მონაწილე;
  9. გიორგი გიგინეიშვილი -ოპერატორი;
  10. ლიზა ნადიბაიძე -მონაწილე;
  11. მარიამ ალავიძე -მონაწილე;
  12. ფარვინ ჰასან -მონაწილე.

ფოტორეპორტაჟი:

Share on: