ევროპული სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება

ჩატარდა ვაკე-საბურთალოს რაიონის კერძო და საჯარო სკოლების (მონაწილეობდა სამოცამდე გუნდი) შესარჩევი ტური – “ინტელექტის დღის“ ჩემპიონატი.

ევროპული სკოლის  ნაკრებმა “რა? სად? როდის?“ გაიმარჯვა!

ჩვენი სკოლის ინტელექტუალებმა ღირსეულ და ძლიერ მოწინააღმდეგეებს უპირატესობა დაუმტკიცეს და 24 კითხვიდან 18 გამოიცნეს.

შემდეგი ტური გაიმართება 11 მაისს. ითამაშებს საქართველოს 69 რაიონის გამარჯვებული გუნდი.

ვუსურვოთ მორიგი წარმატება ევროპული სკოლის  ნაკრებს!

ევროპული სკოლის ნაკრები გუნდი ჩამოყალიბდა რამდენიმე შესარჩევი ტურის შემდეგ. მაღალი კონკურენციის პირობებში შეირჩნენ ღირსეული კანდიდატები. სასიხარულოა, რომ  ინტელექტუალურ თამაშებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაისის თვეში კვლავ იგეგმება  მსგავსი ღონისძიებების გამეორება და მონაწილეობას მიიღებენ ყველა ასაკის მოსწავლეები.

“ევროპული სკოლის” გუნდის წევრები არიან: (6 ძირითადი და სათადარიგო მოთამაშე)

  • სალომე ხვისტანი (კაპიტანი);
  • რეზი სამუშია;
  • ნიკა ხარშილაძე;
  • ლიზა მირიანაშვილი;
  • ირაკლი კიკორია;
  • მაკო ასათიანი;
  • ნიკა ელბაქიძე;
  • ნათია მდივანი;
  • ლაშა ურუშაძე.
Share on: