ევროპული სკოლის მოსწავლეები ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულები არიან!

25-27 აპრილს თბილისში ჩატარდა ნორჩ გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა.

27 ქვეყნის 272-მა მოსწავლემ კონკურსზე წარმოადგინა 125 პროექტი მათემატიკის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ფიზიკის მიმართულებით. საერთაშორისო ბაკალავრიატის მე-10  MYP  კლასის მოსწავლეებმა – სანდრო ახვლედიანმა და ომარ ვარძელაშვილმა (ხელმძღვანელი შორენა აბესაძე) გაიმარჯვეს ოლიმპიადაზე და მოიპოვეს ოქროს მედლები ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურსში.

მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს ვულოცავთ გამარჯვებას და ვუსურვებთ მორიგ წარმატებებს!

Share on: