ევროპული სკოლის საკალათბურთო ნაკრების მორიგი გამარჯვება

10 აპრილს, ”ევროპული სკოლის” კალათბურთელთა ნაკრები კერძო სკოლებს შორის ჩემპიონს, ”ამერიკული აკადემიის” კალათბურთელთა გუნდს მასპინძლობდა.

ამხანაგური შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობდა და მასპინძელთა გამარჯვებით- 66:61- დასრულდა.

ევროპული სკოლის ნაკრებში თავი გამოიჩინა მე-11 კლასის მოსწავლემ ნუგო აბულაძემ, რომელმაც 31 ქულა მოიპოვა. ფარქვეშ კარგად ირჯებოდა მე-11 DP მოსწავლე ზურა გედეხაური (8 ქულა და 16 მოხსნა). სწრაფად და აგრესიულად უტევდნენ ლევან დარახველიძე (17 ქულა) და ვატო ჭეიშვილი (8 ქულა).

სტუმართა გუნდში საუკეთესოდ ითამაშეს მამუკაშვილმა, რომელმაც გუნდს 29 ქულა მოუტანა და მასპინძელთა 21 ბურთი მოხსნა. ასევე კარგად ასპარეზობდა გიორგი ქართველიშვილი (19 ქულა).

კალათბურთის დარბაზში ტევა არ იყო. თამაშს ორივე გუნდის უამრავი ქომაგი ადევნებდა თვალს და მათი მხურვალე გულშემატკივრობა შეხვედრას საოცარ მუხტს მატებდა.

Share on: