ევროპული სკოლის ქიმიის პედაგოგის, შორენა სამაკაშვილის წარმატება

შორენა სამაკაშვილის სერტიფიკატი“ევროპული სკოლის” IB MYP ქიმიის პედაგოგი შორენა სამაკაშვილი მიწვეული იყო არგენტინაში, ბუენოს აირესში, მე-18 ლათინო-ამერიკულ სიმპოზიუმზე LACE 2012 -ზე. სადაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინოვაციური ანალიზური კვლევითი ნაშრომის საუკეთესო პრეზენტაციისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვეს.

პრიზის სპონსორია სამეცნიერო ჟურნალი ანალიზური და ბიოსამედიცინო ქიმია. შორენას შეუძლია აირჩიოს და საჩუქრად მიიღოს ბეჭვდითი ორგანიზაციის – სპრინგერის -მიერ გამოცემული წიგნები 200 ევროს ფარგლებში.

ვულოცავთ შორენას ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ პროფესიულ წინსვლას.

Share on: