ევროპულ სკოლაში ივიკო ჭელიძის სახელობის ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა

თბილისობის მიუხედავად ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ჩემპიონატში დაძაბული შეხვედრები მიმდინარეობს. ოლიმპი 2-ის გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 11:0 დაამარცხა IVგ კლასის დინამო. ჩემპიონატის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება კი Vბ კლასის ბარსასა და VIგ კლასის Next Level-ს შორის შედგა. ანგარიშით 11:1 ბარსამ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ჩემპიონატის უდავო ფავორიტობი კვლავ საფეხბურთო სკოლა “ოლიმპის“ გუნდები არიან, რომლებმაც წაუგებელი მატჩების სერიით ფინალის საგზურის მოიპოვეს, მათ მოყვებიან საკუთარ ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გასული Vბ კლასის ბარსა და VIბ კლასის Flamin-Go.

გამოიკვეთნენ ჩემპიონატის ბომბარდირობის კანდიდატებიც. საკუთარ გუნდებს ყველაზე მეტი ქულა მოუტანეს ლუკა შარანგიამ, ამირან ხაზალიამ და ოლიმპის მოთამაშე ქაჯაიამ, რომელთა ანგარიშზე შესაბამისად 16, 10 და 8 გატანილი გოლია.

ჩემპიონატის პირველი ეტაპის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

პირველი ჯგუფი
დინამო მილანი Flamin-go მამაცი ლომები ოლიმპი II
დინამო – IVგ 1:1 1:1 0:11
მილანი – Vდ 1:1 0:3 3:0 0:6
Flamin-go – VIბ 3:0 8:1 2:3
მამაცი ლომები – Vგ 1:1 0:3 1:8 0:2
ოლიმპი II 11:0 6:0 3:2 2:0
მეორე ჯგუფი
Next Level Nike “ივიკო” ბარსა ოლიმპი I
Next Level – VIგ 0:2 1:1 1:11 1:5
Nike – VIა 2:0 0:3 1:5 1:4
“ივიკო” – Vა 1:1 3:0 0:10 1:4
ბარსა – Vბ 11:1 5:1 10:0 0:1
ოლიმპი I 5:1 4:1 4:1 1:0
Share on: