ენების ევროპული დღე

ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების EUNIC (European Union National Institutes for Culture) წევრმა ორგანიზაციებმა სკოლის მოსწავლეები მიიწვიეს ენების ევროპული დღის აღსანიშნავად ქ. თბილისში, ევროპის სახლში. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა ამა წლის 27 სექტემბერს.

ევროპული სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა კონკურსში. ინტელექტუალურ კონკურსში გაიმარჯვა ევროპული სკოლის გუნდმა (ნიკოლოზ გოზალიშვილი (XI DP), ანი მაზანაშვილი (XI DP), ნანუკა გოგუაძე (XI DP), სალომე ჯოხაძე (Xბ), მარიამ გობიანიძე (Xა), ანა გორდეზიანი (X MYP)). ისინი დაჯილდოვდნენ ერთდღიანი გასართობ-შემეცნებითი ტურით ბორჯომში.

კონკურსში – “ვიქტორინა ევროკავშრის შესახებ“, გაიმარჯვეს და პრიზებით დაჯილდოვდნენ ევროპული სკოლის მოსწავლეები: 

1. ნანუკა გოგუაძე (XI DP) – I ადგილი ( კომპიუტერი)
2. ნიკოლოზ გოზალიშვილი (XI DP) – II ადგილი ( პლანშეტური კომპიუტერი)
3. ანი მაზანაშვილი (XI DP) – III ადგილი (უცხო ენის კურსი)

Share on: