ვულოცავთ მაკო ასათიანს და ალექსანდრე სეკარას საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში გამარჯვებას!

ევროპული სკოლის MYP IX-X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კანადის ქ. ონტარიოს ვატერლოოს უნივერსიტეტის მათემატიკური ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25000 მოსწავლე მონაწილეობდა.

ჩვენმა მოსწავლეებმა ალექსანდრე სეკარამ და მანანა ასათიანმა (IX-X კლ.) უმაღლესი შედეგები აჩვენეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. კონკურსანტთა საუკეთესო 25%-ში მოხვედრისთვის სანდრო ახვლედიანს, თეკლა თევდორაშვილსა და ნინო სიჭინავას გადაეცათ სერტიფიკატები.

Share on: