ვულოცავთ!

2014 წლის მაისში თბილისის ზოოლოგიურ პარკში ჩატარდა პარკის საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია “ადამიანი და ცხოველთა სამყარო“. კონკურსი ჩატარდა ორ ტურად. ევროპული სკოლის მე-9 კლასელებმა წარადგინეს თემები და პირველ ტურში გაიმარჯვეს. ისინი 16 მაისს მიიწვივეს მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად.

1. მარიამ გობიანიძემ და ნიკა მელაძემ წარმოადგინეს თემა: “კანე კორსო“. პირველ ნაწილში გადმოცემულია ზოგადი ინფორმაცია ძაღლის ამ ჯიშის შესახებ, მეორე ნაწილში კი დეტალურად აღწერილი ძაღლის ცხოვრების ნირი, მოვლის წესები, კვება, მაკეობა, ლეკვების მოვლა-პატონობა. 

პრეზენტაცია აწყობილია მოსწავლის მიერ გადაღბული ფოტოსურათებით. ეფექტურად წარდგებილმა პრეზენტაციამ დამსწრეთა და ჟიურის წევრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ჟიურის წევრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ყველა დასმულ შეკითხვაზე.

მარიამ გობიანიძემ და ნიკა მელაძემ დაიმსახურეს დიპლომი “ჟიურის სიმპათია“.

2. თათია კილაძემ წარადგინა თემა “აბრეშუმის ჭიის ისტორია“. თემის პირველ ნაწილში განხილულია ზოგადი ინფორმაცია აბრეშუმის ჭიის შესახებ, მეორე ნაწილში აღწერილია თათიას მიერ გამოზრდილი აბრეშუმის ჭია, პეპლის სრული მეტამორფოზი. მან გამოიკვლია ჭუპრი და პეპლის გამოსვლის შემდეგ ჭუპრის შიგთავსი. 
ნაშრომში კარგად ჩანს კვლევა და კვლევის უნარები. ყველა სურათი გადაღებულია მოსწავლის მიერ.

Share on: