ვულოცავთ!

  2014 წლის სექტემბერში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ჩაატარა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი “ნონა გაფრინდაშვილის თასი“.

  აღნიშნულ ტურნირში ევროპული სკოლის ჭადრაკის კლუბის ხელმძღვანელმა, სპორტის ოსტატმა, მრავალი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის პრიზიორმა, საქართველოს სპარტაკიადისა და თბილისის ჩემპიონმა, ქალბატონმა გიული ალიხანაშვილმა ქალთა შორის B ღია ტურნირში დაიკავა I ადგილი.  ვულოცავთ ქალბატონ გიულის გამარჯვებას!

Share on: