ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღე

ივიკო ჭელიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის მეორე დღემ არანაკლები სიმძაფრით ჩაიარა. გუნდები გამარჯვებისთვის თავს არ ზოგავდნენ.

წაუგებელ სერიას განაგრძობენ საფეხბურთო სკოლა ოლიმპის გუნდები. გამართულ შეხვედრებში “ოლიმპი 1“-მა და “ოლიმპი 2“-მა შესაბამისად 2:0 და 5:1 გაიმარჯვეს და ქვეჯგუფიდან გასვლის რეალური კანდიდატები არიან.

დასვენების დღეების მიუხედავად პარასკევსა და შაბათს ქვეჯგუფებში 12 შეხვედრაა დაგეგმილი. გუნდების გულშემატკივრებს ვთხოვთ არ გამოტოვონ არცერთი მატჩი, რადგან თქვენი მხარდაჭერა მოთამაშეებისთვის დიდი სტიმულია. შხვედრების დროს იმუშავებს სკოლის ბუფეტი.

პარასკევს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:

  • ოლიმპი I – ”ივიკო” (Vა) – 1100-1130
  • ”დინამო” (IV)  – ”მამაცი ლომები” (Vგ)  – 1130–1200
  • ოლიმპი II – ”მილანი” (Vდ)   – 1200-1230
  • “Flamin-go”( VIბ) – ”მამაცი ლომები” (Vგ) – 1230-1300
  • ოლიმპი II – ”დინამო” (IV)  – 1300-1330
  • ოლიმპი I – ”ბარსა” (Vბ) – 1330-1400
  • “Next Level”(VIგ) –“Nike” (VIა) – 1400-1430
  • ”ივიკო”(Vა) – ”ბარსა” (Vბ) – 1430-1500

შაბათს კი შემდეგი გუნდების მატჩებია დაგეგმილი:

  • “Next Level”(VIგ) – ”ბარსა” (Vბ) – 1200-1230
  • ”მილანი” (Vდ)    – ”მამაცი ლომები” (Vგ) – 1230-1300
  • ”დინამო” (IV)  – “Flamin- go”( VIბ) – 1300-1330
  • “Nike” (VIა) – ”ივიკო” (Vა) – 1330-1400

მეორე დღის შეხვედრების შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

პირველი ჯგუფი
დინამო მილანი Flamin-go მამაცი ლომები ოლიმპი II
დინამო – IVგ 1:1
მილანი – Vდ 1:1 0:3
Flamin-go – VIბ 3:0 2:3
მამაცი ლომები – Vგ 0:2
ოლიმპი II 3:2 2:0
მეორე ჯგუფი
Next Level Nike “ივიკო” ბარსა ოლიმპი I
Next Level – VIგ 1:1 1:5
Nike – VIა 1:5 1:4
“ივიკო” – Vა 1:1
ბარსა – Vბ 5:1
ოლიმპი I 5:1 4:1
Share on: