კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორის, ბატონი ტიბო მილიეს ვიზიტი

პირველ მარტს, ევროპულ სკოლას ეწვია კავკასიის ფრანგული სკოლის დირექტორი, ბატონი ტიბო მილიე. ვიზიტი ორგანიზებული იყო ფრანგული ენის მასწავლებელთა მიერ. ბატონი მილიე შეხვდა სკოლის დირექტორსა და ფრანგული ენის მასწავლებლებს. შეხვედრაზე დაისახა ორი სკოლის მომავალი თანამშრომლობის გეგმა, მიმართულებები და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები.

უკვე მარტის თვეში ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში ჩვენი სკოლის ფრანგული განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსში და მათ შორის კავკასიის ფრანგული სკოლის მიერ ორგანიზებულ კონკურსში “La grandelessive” (“დიდისარეცხი”) და ასევე სკოლის მიერ ორგანიზებულ რამდენიმე ღონისძიებაში.

ასევე კავკასიის ფრანგული სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას ევროპული სკოლის კომიქსების კონკურსში “Dessine-moi dix mots qui te racontent”

ბატონმა მილიემ დაათვალიერა ევროპული სკოლა, სადაც მას მეგზურობას ჩევნი სკოლის მოსწავლეები: მარი ქაცანაშვილი და ანო გორგასლიძე უწევდნენ. დირექტორმა ევროპული სკოლის ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში გამორჩეულად აღნიშნა განსაკუთრებულად თბილი და, ამავე დროს, საქმიანი გარემო, რომელიც მას დახვდა ევროპულ სკოლაში. ასევე მოიწონა, რომ ჩვენი მოსწავლეები ფრანგული ენას მაღალ დონეზე ფლობენ. ბატონმა მილიემ დიდი მადლობა გადაუხადა ევროპული სკოლის დირექციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებსა ასეთი საინტერესო და შემეცნებითი ვიზიტის ორგანიზებისთვის.

Share on: