მასწავლებელთა ტრენინგი და სემინარი ბაქოში

2011 წლის 13-14 ოქტომბერს ბაქოში ჩატარდა სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, უკრაინის, ბელორუსისა და მოლდოვის განათლების მუშაკთა სემინარი, რომლის ორგანიზატორი იყო ევროკავშირი. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარმა ოფოციალურად გამოაცხადა ახალი, მრავალწლიანი პროექტის გახსნა აღმოსავლეთის პარტნიორობის დევიზით. პროექტის მიზანია აღნიშნულ ქვეყნებში მასწავლებელთა ახალი კადრების აღზრდა და გადამზადება თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით.

საქართველოს დელეგაციაში, რომელიც რვა წევრისგან შედგებოდა, იყო ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებელი მანანა შეყილაძე.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან ევროპულ პროექტში ჩვენი სკოლა ღირსეულ მონაწილეობას მიიღებს.

Share on: