მიმიო (Mimio) ინტერაქტიული დაფა საკლასო ოთახში

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ევროპულმა სკოლამ შეიძინა ”მიმიო”-ს კომპანიის ორი პროდუქტი: MimioTeach Interactive System (2 ცალი) და MimioView Document Camera (1 ცალი);

მიმიოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიები ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში, რადგან ისინი შეუცვლელი არიან საკლასო ოთახში გაკვეთილების ჩატარების დროს.

 

 

მიმიოს პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ტექნიკა მსუბუქია, ადვილად მაგრდება თეთრ მაგნიტურ დაფაზე და მხოლოდ 2 წუთია საჭირო, რომ თეთრი დაფა ელექტრონულ დაფად გადაიქცეს. გარდა ამისა, ძალიან მარტივია მისი გამოყენება გაკვეთილზე.

ისტ კათედრა გეგმავს წარუდგინოს ევროპული სკოლის პედაგოგებს უახლესი ტექნოლოგიები და სასწავლო პროცესში მათი გამოყენების გზები და საშუალებები;

ერთდღიანი ტრენინგები ჩატარდება №50 ოთახში 16:10 საათზე 8, 9 და 10 ნოემბერს. პედაგოგებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი ერთი დღე. ტრენინგის ხანგრძლივობა 1სთ 30 წთ.

რეგისტრაცია გაიარეთ პირველ კორპუსში კოორდინატორთან სასწავლო დარგში.

ისტ კათედრა

Share on: