პრეზენტაცია "ძველი თბილისი"

მოსაწვევი

გთხოვთ მობრძანდეთ 4 აპრილს (IVა კლასი 10:00, IVბ კლასი 10:30) ევროპული სკოლის მე-5 სართულის საკონფერენციო დარბაზში.

მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილებიდან გამომდინარე ქართული ენისა და ხელოვნებათმცოდნეობის პედაგოგებმა გადავწყვიტეთ პროექტის განხორციელება, შევარჩიეთ რამდენიმე თემა, შევთავაზეთ მოსწავლეებს და მათ აირჩიეს პროექტი “ძველი თბილისი”.

მათ წიგნებიდან, ინტერნეტიდან მოიპოვეს ინფორმაცია თავიანთი ქალაქის შესახებ, დაათვალიერეს სხვადასხვა შენობა-ნაგებობა, ტაძრები, შექმნეს დოკუმენტური ფილმი, დახატეს ნახატები.

ვფიქრობთ ეს პროექტი მათთვის სასიამოვნო და სახალისო იყო. გაიგეს ბევრი რამ თვიანთი ქალაქის წარსულისა და ტრადიციების შესახებ.

პროექტის ავტორები: ნინო გოგლიძე, ნატო ვაწაძე

Share on: