სატელევიზიო კონკურსი "ჩემი კლასი“

 ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდია 2014 წლის 5 ნოემბერს (ოთხშაბათს) აწყობს სატელევიზიო კონკურსს სახელწოდებით “ჩემი კლასი“.

 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ  ევროპული სკოლის მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

 კონკურსში მონაწილებმა 2014 წლის 5 ნოემბრამდე ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში უნდა წარმოადგინონ 3-დან  5 წუთამდე ქრონომეტრაჟის: სატელევიზიო სიუჟეტი, რეპორტაჟი,  ჩანახატი ან კლიპი თემაზე “ჩემი კლასი“.

 საკონკურსო მასალა მოსწავლეებს  შეუძლიათ გადაიღონ და დაამონტაჟონ ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით ( მობილური ტელეფონი, აიფონი, აიპადი, ვიდეო კამერა).

 კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს  წინასწარი კონსულტაცია ევროპული სკოლის სატელევიზიო სტუდიაში  პროექტის ავტორ ირაკლი ჯაოშვილთან შეუძლიათ გაიარონ.

 კონკურსს აფასებს კომპეტენტური ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ცნობილი ტელეჟურნალისტები და რეჟისორები.

კონკურსში  გამარჯვებული  მოსწავლეები  დაჯილდოვდებიან შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო სიუჟეტი;
  2. საუკეთესო რეპორტაჟი (რეპორტიორი);

მთავარი პრიზი – საუკეთესო ჟურნალისტი.

 საკონკურსო ნამუშევრები 26  ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე გავა  ESTV-ს ეთერში და განთავსდება ვებგვერდზე WW.EUROPEANSCHOOL.GE.

 5 ნოემბერს 15 საათზე ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართება  კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია და მასტერკლასი ( შეხვედრა გამოჩენილ ქართველ ჟურნალისტებთან).

პროექტის ავტორი ირაკლი ჯაოშვილი

Share on: