სახანძრო განგაში მოსწავლეთა თვითმმართველობის დღეს

სიურპრიზი თვითმმართევლობის დღეზე

12 აპრილს ევროპულ სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა თვითმმართველობის დღე. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით ამ დღეს სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობს. წელს მოულოდნელად გამოცხადდა განგაში და მოეწყო ხანძრის იმიტაცია. უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა წარმოქმნილ სირთულეებს თავი წარმატებით გაართვეს.

ევროპული სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციის წარმატებით დაძლევას და იმედს გამოთქვამს, რომ თვითმმართველობის დღეს მიღებული გამოცდილება მათი მომავალი წარმატების გარანტი იქნება.

“სახანძრო სიურპრიზის” მოწყობაში სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად ჩართული იყო თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახური. “ხანძრის” ჩაქრობისა და სკოლიდან ევაკუაციის პროცესს ამავე სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე აკვირდებოდა.

 

Share on: