სემინარი ისტოტიკოსებისათვის – ევროპა და მსოფლიო.

2013 წლის 21–22 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ სემინარზე: “ევროპა საზღვრების გარეშე“ მიწვეულია ევროპული სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნათია ფირცხალავა.

სემინარი მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში – ისტორიის გაზიარება “ევროპა საზღვრების გარეშე“.

პროექტის მიზანია გამოიკვეთოს ისტორიის სწავლებისას კონკრეტული მაგალითები. ასევე ყურადღება მიექცეს ისტორიების გაცვლასა და გაზიარებას, მსგავსებებისა და განსხვავებების გამოყოფას.

სემინარში მონაწილეობენ ისტორიკოსები, ისტორიის ტრენერები, ისტორიული რესურსების ავტორები.

პრეზენტაციის თემა იქნება: ისტორიის სწავლა–სწავლების პრობლემები საქართველოში.

განიხილავენ მასწავლებლებისა და მოსწავლეების ტესტებს. სხვადასხვა ისტორიულ წყაროს, საბჭოთა პერიოდის ისტორიის სწავლების პრობლემებს, სხვა კონკრეტულ მაგალითებს, თანამედროვე გამოწვევებსა და არსებულ ვითარებას.

Share on: