სიახლეები

ყურადღება!

08 Jun 2012

12 ივნისს , ოთხშაბათს, 14:30, გეპატიჟებით სპექტაკლზე "პიგმალიონი" 7ბ კლასი - (მასწ. ს.ბაზაძე)

მოსწავლეთა წიგნის პრეზენტაცია

07 Jun 2012

8 ივნისს, სამშაბათს, 14:30 სთ-ზე, გეპატიჟებით წიგნის პრეზენტაციაზე "ეს არის ლონდონი" 7ა, 7გ - ( მასწ. ნ.ცანავა)

პირველი TEDx კონფერენცია ქართველი მოსწავლეების მონაწილეობით ევროპულ სკოლაში

05 Jun 2012

საქართველოს სკოლებს შორის პირველმა ევროპულმა სკოლამ მიიღო  TEDx-ის ლიცენზია. კონფერენცია სახელწოდებით “TEDxIBEuropeanSchool” დაიწყება15 ივნისს 16:00 საათზე სკოლის სააქტო დარბაზში.  კონფერენციის თემა ”ახალგაზრდების გამოწვევები”.

გეპატიჟებით ინგლისური ენის კათედრის ღონისძიებებზე!

03 Jun 2012

ინგლისური ენის დღე - ”ვკითხულობ, ვფიქრობთ , განვიცდით”4 ივნისი , სამშაბათი, 14:00 6ა, 6ბ, 6გ5 ივნისი , ოთხშაბათი, 14:00 7ა, 7ბინგლისრი ენის კათედრა

ევროპული სკოლის მოსწავლეთა მორიგი წარმატება

26 May 2012

ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატების შედეგად, ევროპული სკოლის ხუთი მოსწავლე: ნიკო სიხარულიძე, სალომე ხვისტანი, ანო გორგასლიძე, ეკა კელენჯერიძე და ნიკა ელბაქიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს "ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკში“ მიიწვიეს.

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, მასწავლებლებო!

25 May 2012

ევროპულ სკოლაში ა.წ. 22.-23 მაისს სტუმრად იმყოფებოდნენ საერთაშორისო ბაკალავრიატის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები: აგნიესკა ლობეჟკო და რემკე ლეუსინკი. მათი ჩამოსვლის მიზანი იყო ევროპული სკოლის საერთაშორისო სექტორის საბაზისო პროგრამის (MYP) ავტორიზაცია.სკოლის ხელმძღვანელობასთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და მშობლებთან გასაურებისა და გაკვეთილებზე დასწრების, დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ აგნიესკა ლობეჟკომ და რემკე ლეუსინკიმ საოცრად პოზიტიური ანგარიში წარმოადგინეს. ევროპულ სკოლაში წარმატებით დანერგილმა MYP პროგრამამ ავტორიზაციის ჯგუფის წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.ყველას გილოცავთ წარმატებას!

ვულოცავთ მაკო ასათიანს და ალექსანდრე სეკარას საერთაშორისო მათემატიკურ კონკურსში გამარჯვებას!

24 May 2012

ევროპული სკოლის MYP IX-X კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კანადის ქ. ონტარიოს ვატერლოოს უნივერსიტეტის მათემატიკური ცენტრის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 25000 მოსწავლე მონაწილეობდა. ჩვენმა მოსწავლეებმა ალექსანდრე სეკარამ და მანანა ასათიანმა (IX-X კლ.) უმაღლესი შედეგები აჩვენეს და მედლებით დაჯილდოვდნენ. კონკურსანტთა საუკეთესო 25%-ში მოხვედრისთვის სანდრო ახვლედიანს, თეკლა თევდორაშვილსა და ნინო სიჭინავას გადაეცათ სერტიფიკატები.

კოლეჯთა საბჭოს აკრედიტაცია

20 May 2012

გილოცავთ!ევროპულმა სკოლამ დააკმაყოფილა კოლეჯთა საბჭოს (აშშ) კომისიის მიერ დადგენილი AP-ის აკრედიტაციის კრიტერიუმები. მას მიენიჭა კოლეჯთა საბჭოს სკოლის კოდი 664020 და უფლება, რომ სტუდენტებს შევასწავლოთ AP-ის (Advanced Placement) კურსები.

ყურადღება!

18 May 2012

ტარდება ღია გაკვეთილები ინგლისურ ენაში ( II - V კლასებში)ინგლისური ენის კათედრა